Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ეკონომიკა
იმერეთსა და ვიელკოპოლსკას რეგიონს შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის გაფორმება იგეგმება
პოლონეთის, ვიელკოპოლსკას რეგიონის წარმომადგენლები იმერეთის რეგიონს ეცნობიან. მათ შეხვედრები ქუთაისსა და წყალტუბოში უკვე გამართეს. ვიზიტის ფარგლებში აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტიც მოინახულეს. სასწავლებელში მიმდინარე და დაგეგმილ პროექტებს გაეცნენ.

"ერთ-ერთი პრიორიტეტული მიმართულება ჩვენთვის არის პოლონეთის მიმართულება. ამიტომ ჩვენთვის პოლონური დელეგაციის მასპინძლობა ძალიან სასიხარულოა. დაგეგმილია ინფორმაციის ურთიერთგაცვლა უნივერსიტეტის აკადემიურ წრეებთან დაკავშირებით, რაც გულისხმობს მომავალ თანამშრომლობას როგორც აკადემიური პერსონალის, ისე სტუდენტების გაცვლითი პროგრამებისა კუთხით. ასევე ადმინისტრაციისათვის გამოცდილების გაზიარებას და კვალიფიკაციის ამაღლებას. "- განაცხადა უნივერსიტეტის რექტორის მოადგილემ გიორგი ღავთაძემ.

პოლონური დელეგაციის ხელმძღვანელი იმედოვნებს, რომ ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში გაცვლითი პროგრამებით სტუდენტები აქტიურად ისარგებლებენ და ორმხრივი თანამშრომლობა ორივე რეგიონისთვის სასარგებლო იქნება.

"იმერეთში გაცნობითი ხასიათის შეხვედრებს ვმართავთ. 17 კაციანი დელეგაციით ვიმყოფებით. ყველაფერს ვაკეთებთ იმისათვის, რომ მხარეებს შორის სხვადასხვა მიმართულებით მჭიდრო ურთიერთობა ჩამოყალიბდეს. ვფიქრობ, რომ ეს სარგებელს ორივე მხარეს მოუტანს. დიდი იმედი გვაქვს, რმ მომავალ წელს მოეწერება ხელი ურთიერთანამშრომლობის ხელშეკრულებას. უშუალოდ იქნება სტუდენტური გაცვლითი პროგრამები მინდა აღვნიშნო, რომ პოლონეთს ძალიან უყვარს საქართველო . ძალიან ახლო ქვეყანაა. გვინდა, რომ იმერეთის რეგიონი ჩვენი უშუალო პარტნიორი იყოს",- განაცხადა დელეგაციის ხელმძღვანელმა, ველიკოპოლსკას რეგიონული პარლამენტის თავმჯდომარემ, ვიესლავ სჟეპანსკიმ

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილის თქმით, პოლონეთში, კერძოდ პოზნანაში უკვე დაგეგმილი ქუთაისის სახელმწიფო ქორეოგრაფიული ანსამბლის ვიზიტი. მომავალში თანამშრომლობა კი იმერეთის რეგიონის ევროპულ დონეზე გასვლას და პოპულარიზებას შეუწყობს ხელს.

,, ვემზადებით იმისათვის, რომ იმერეთსა და ვიელკოპოლსკას რეგიონს შორის გაფორმდეს თანამშრომლობის მემორანდუმი. ეს ხელს შეუწობს რეგიონებს შორის გამოცდილების გაზიარებას. იმერეთის, როგორც მნიშვნელოვანი რეგიონის პოზიციონირებას და უკეთესად გაცნობას პოლონეთისათვის და ზოგადად ევროპულ დონეზე. თანამშრომლობის ძირითადი სფეროები ეს გახლავთ: გაცვლითი პროგრამები სტუდენტებისათვის, მოსწავლეებისათვის . ასევე კულტურული ჯგუფებისთვის. უკვე არსებობს წინასწარი შეთანხმება ქუთაისის სახელმწიფო ანსამბლის ვიზიტის შესახებ პოზნანში. დარწმუნებული ვარ, ასეთი სახის გაცვლითი პროგრამები ხელს შეუწყობენ რეგიონებს შორის დამეგობრებას".- განაცხადა იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილემ იოსებ ხახალეიშვილმა.

პოლონეთის დელეგაცია იმერეთში ვიზიტს 6 ივლისს დაასრულებს.







FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შიდა ტურიზმის ამუშავება კორონავირუსის პირობებში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია.
16:16 / 05.06.2020
შიდა ტურიზმის ამუშავება კორონავირუსის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
,,ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და ყველაფერი
კარგად იქნება, თუმცა
15:58 / 05.06.2020
,,ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა
30 მაისს ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის
გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც
12:40 / 04.06.2020

30 მაისს ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა
ხაზზეა
00:00 / 01.06.2020

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა ხაზზეა

გასული სიმღერები
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს პრემიერმინისტრი გაეცნო
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა