“სტატსისტიკა, რომლის წარმოებაც დავიწეთ 20 ივნისის შემდეგ, თუ რა დანაკარგები მივიღეთ რუსული ემბარგოს

multicat=36 და სანქციების შემდეგ, ასეთია. 16 სასტუმროს მონაცემებით 137 რუსული ჯავშანია გაუქმებული. 70 ჯავშანი სხვა დანარჩენი ქვეყნებიდან გაუქმდა. ჯამში ეს გვაძლევს 207 ჯავშანს. საუბარია იმაზე, რომ ერთ კვირაში დავკარგეთ 207 ჯავშანი და ეს მხოლოდ ჩვენთან შემოსული მონაცემებია. ჩვენ არ ვლაპარაკობთ ქალაქიდ მასშტაბით”.- ამის შესახებ ქუთაისის ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის სპეციალისტმა მარი დევიძემ განაცადა.

რუსული ტურისტული ემბარგოს შემდეგ ქუთასის ტურიზმის ცენტრს 384-მა ტურისტმა მიმართა.ტურიზმის ცენტრის საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურში ამბობენ, რომ გარდატეხა ერთ კვირაში მოხდა.

“20 ივნისამდე ქუთაისის ტურიზმის ცენტრში შემოვიდა 592 ტურისტი, 20 ივნისის შემდეგ შემოვიდა 384 ტურისტი. 208 ტურისტი დავკარგეთ და ეს არის უკვე დაჯავშნილი მოგზაურობების ფონზე. ამის თქმის საფუძველს მაძლევს ის მზარდი სტატისტიკა, რომელიც მაისის თვეში იყო დაფიქსირებული.  შარშანდელ წელთან შედარებით თითქმის 50-%იანი ზრდა იყო. ერთ კვირაში მოხდა გარდატეხა და წავიდა კლებისკენ.”- ამბობს მარი დევიძე.

მისივე თქმით, ამ სიტუაციაში მთავარია, რომ საერთაშორისო ასპარეზზე საქართველოს, როგორც უსაფრთხო ქვეყნის შესახებ ინფორმაცია მაქსიმალურად გავრცელდეს, რათა უცხოელ ტურისტებს ქვეყანაში დაუცველობის განცდა არ ჰქონდეთ.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრის მონაცემებით, ბოლო 5 თვის განმავლობაში ქუთაისს 5 ათას 545 ვიზიტორი ეწვია. პირველი ათეული ასე გამოპიყურება: ყველაზე მეტი ვიზტორი პოლონეთიდან ჩამოვიდა – 1439, 1086 კი გერმანიიდან, მესამე ადგილს რუსეთი 476 ვიზიტორით იკავებს, შემდეგ მოდის გაერთიანებული სამეფო – 443, ლატვია -295, ლიტვა – 224, საფრანგეთი – 215, ესპანეთი – 159, უნგრეთი – 159, ჩეხეთი – 125.

2019 წლის პირველი 5 თვის მონაცემებით გასული წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით ტურისტების რაოდენობა ქუთაისში გაზრდილია.

თუ 2018 წლის იანვარში ქუთაისს 249 ვიზიტორი ჰყავდა, წელს 366 ჩამოვიდა.

ქუთაისის ტურიზმის ცენტრში ყველა ტიპის 180 სასტუმროა რეგისტრირებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *