სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტო წყალტუბოში 5 ყოფილი სანატორიუმის

multicat=36 პრივატიზებას განიხილავს. მათ შორისაა სტალინის ყოფილი აგარაკი. აიგო 1940 წელს არქტექტორ ნ.პ. სევეროვის პროექტით. მდებარეობს სოფ. გვიშტიბში. აქ 1951 წელს ისვენებდა ი.ბ. სტალინი. იგი 110 საწოლზეა გათვლილი.

ყოფილი სანატორიუმი “იმერეთი” აშენდა 1961 წელს ქართველი არქიტექტორების ლ.ჯანელიძის და ვ.მესხიშვილის მიერ. სანატორიუმი გათვლილი იყო 300 საწოლზე. 

ყოფილი სანატორიუმი მეგობრობა, რომელიც აშენდა 1937 წელს, ხოლო 1951-1954 წლებში განხორციელდა მისი სრული რეკონსტრუქცია, რის შემდეგაც შეიცვალა შენობის არქიტექტურა. სანატორიუმი გათვლილი იყო 620 საწოლზე. 

განიხილება ყოფილი სანატორიუმის “ფილიალი” პრივატიზებაც, რომელიც აშენდა 1939 წელს და გათვლილი იყო 100 საწოლზე. 

ჩამონათვალშია ყოფილი სანატორიუმი “სავანე” , რომელიც აშენდა 1975 წელს არქიტექტორების ა.ინწკირველის და ფ.ფოცხიშვილის პროექტის მიხედვით. სანატორიუმი გათვლილია 150 საწოლზე.

წყარო:http://nasp.gov.ge/

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *