წყალტუბოში “იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი” გაიმართება.

ქალაქის ცენტრში, სასტუმრო ,,არგოსა “”და ,,პლაზას “” მიმდებარე ტერიტორიაზე, სპეციალურად მომზადებულ საგამოფენო სივრცეში, იმერეთის რეგიონში მოქმედი საწარმოების, სასოფლო-სამეურნეო კოოპერატივებისა და ფერმერული მეურნეობების პროდუქცია იქნება წარმოდგენილი. ღონისძიებაზე სტუმრებს საშუალება ექნებათ დააგემოვნონ და შეეძინონ ადგილობრივი სასოფლო-სამეურნეო ნაწარმი: ღვინო, თაფლი, მოცვი, ჩირი, ბოსტნეული, რძის პროდუქტები და სხვა.

აგროფესტივალის მიზანია ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია. 

“იმერეთის აგრო-ტურისტული ფესტივალი” საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს მხარდაჭერითა და წყალტუბოს მუნიციპალიტეტის თვითმმართველობის ორგანიზებით მოეწყობა. აგროფესტივალის მიზანია ადგილობრივი წარმოების სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის პოპულარიზაცია.

ფესტივალი 13 ივლისს გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *