სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, სახელმწიფო საკუთრებაში

არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის პროგრამის ფარგლებში შპს “რენეგეიდ თიი”-ს წყალტუბოს მუნიციპალიტეტში,
სოფელ გუმათში მდებარე 8 მიწის ნაკვეთი, საერთო ფართით 10,5 ჰა სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული მიტოვებული და გაველურებული ჩაის პლანტაციები გადაეცა.

ქართული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციის სახელმწიფო პროგრამა მიზნად ისახავს როგორც კერძო, ასევე სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაველურებული ჩაის პლანტაციების რეაბილიტაციას, ქართული ჩაის საექსპორტო პოტენციალის გაზრდას და რეგიონში მოსახლეობის დასაქმებას.

სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, პროგრამის ფარგლებში ინვესტორებისთვის უკვე  გადაცემულია 560 ჰა-ზე მეტი სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული ჩაის გაველურებული პლანტაციები. პროგრამის პირობის მიხედვით ასევე განხორციელდება ჩაის გადამამუშავებელი საწარმოების შექმნა და წარმოებისთვის საჭირო დანადგარებით აღჭურვა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *