ევროკავშირის პროგრამა ENPARD–ის ხელშეწყობით წყალტუბოს მუნიციპალიტეტში ადგილობრივი

multicat=36 განვითარების ჯგუფი იქმნება. ადგილობრივი განვითარების ჯგუფის ძირითადი ფუნქცია ადგილობრივი მოსახლეობის, ბიზნესისა თუ სახელმწიფო სექტორის წარმომადგენლების ერთად შეკრება და მუნიციპალიტეტის საჭიროებებისა და გამოწვევების იდენტიფიცირებაა. 

,,დიდი პროექტია, რომელიც ითვალისწინებს ევროპულ მიდგომას. გადაწყვეტილებები და პრიორიტეტები რა არი მუნიციპალუტეტში, ამას საზღვრავს მოსახლეობა და არა მთავრობა. ჩამოყალიბდება ადგილობრივების ჯგუფი, რომელიც ჩამოაყალიბებს წყალტუბოს განვითარების სტრატეგიას. სტრატეგიაში შევა ყველა ის პრიორიტეტული მიმართულება, რაც არის წყალტუბოს გავითარებისათვის, რომ ის იყოს უკეთესი ადგილი საცხოვრებლად. რა არის მუნიციპალიტეტისათვის გამოწვევა, იმ ხალხზე მეტად ვისაც ეს გამოწვევა ხვდება ყოველდღიურად, არავინ არ იცის. ეს ჯგუფი განსაზღვრავს არა მხოლოდ პირიორიტეტებს, არამედ იმასაც, თუ ვინ დაფინანსდება. ტურიზმი , სათბურები შეიძლება იყოს პრიორტეტი, მაგრამ ამასთანავე ძალიან მნიშვნელოვანია იყოს რაღაც ინოვაციური და არ იყოს ის რაც ამდენი ხანი ვაკეთეთ. პრიორიტეტებს ჩამოაყალიბებს წყალტუბოს განვითარების ჯგუფი და პრიორიტეტები რაც იქნება დაფინანსდება.”  – განაცხადა PIN-ის კომუნიკაციების ოფიცერმა რამაზ ჭიჭინაძემ რადიო ,,ძველი ქალაქის” პირდაპირ ეთერში საუბრისას. 

ქვეყნის მასშტაბით ადგილობრივი განვითარების 12 ჯგუფია შექმნილი.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *