ეკონომიკა
აწსუ-ში ეროვნული ეკონომიკის განვითარების მოდელებზე იმსჯელეს
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მოდელებზე ისაუბრეს. კონფერენცია ,,ეროვნული ეკონომიკური განვითარების თანამედროვე მოდელები გუშინ, დღეს, ხვალ" აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტისა და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის ორგანიზებით გაიმართა.

კონფერენცია საერთაშორისო იყო და მასში  200-ზე მეტმა ადამიანმა მიიღო, მათ შორის იყვნენ  12  ქვეყნიდან ჩამოსული სტუმრები.  კონფერენციაზე ჯამში 96 სტატია განიხილეს.

,,ეს არის კონფერენცია, რომელსაც მეშვიდე წელია აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი და საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი ერთობლივად მართავს. მისი მიზანია ეროვნული ეკონომიკის გავითარების მოდელების შესწავლა. რა იყო წარსულში, რა არის დღეს და რა პროგნოზები შეიძლება გაკეთდეს მომავალში ეროვნული ეკონომიკის განვითარების მიზნით".- განაცხადა ბიზნესის, სამართლის და სოციალურ მეცნიერებათა ფაკულტეტის დეკანმა ნანა შონიამ.

საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის პროფესორის, ალექსანდრე სიჭინავას თქმით, არსებობს უამრავი მოდელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მოერგება.

,,ჩვენ ვეძებთ ეკონომიკური განვითარების ისეთ მოდელებს, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მოერგება. პირდაპრ გადმოტანა არ არის სწორი. გათვალისწინებული უნდა იყოს ადგილობრივი ეკონომიკის განვითარების დონე, თუმცა ველოსიპედი გამოსაგონებელი არ არის. არსებობს უამრავი მოდელი, რომელიც საქართველოს ეკონომიკას მოერგება. ჩვენ გვეხმარებიან უცხოელი მეგობრები 12 ქვეყნიდან, რომლებიც აქტიურად მონაწილეობენ კონფერენციაში. შესაძლებელია მომავალ წელს მათი რაოდენობა 20-25 ქვეყნამდე გაიზაროდს."- განაცხადა ალექსანდრე სიჭინავამ. 

კონფერენცია მომავალ წელს თბილისში, საქართველოს ტექნიკურ უნივერსიტეტში გაიმართება.











FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
,,ჩემი ინიციატივა იყო, რრომ ეს შეხვედრა ყოფილიყო და გვესაუბრა იმ
გამოწვევეზე რაც
20:46 / 16.11.2019
,,ჩემი ინიციატივა იყო, რრომ ეს შეხვედრა ყოფილიყო და გვესაუბრა იმ გამოწვევეზე რაც
ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია 
Ryanair-მა თბილისის
11:17 / 08.11.2019
ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა თბილისის
ოკაცეს კანონს, 6 თვეში, 21 ათასი ვიზიტორი ეწვია. დაცული
ტერიტორიების
16:28 / 07.11.2019
ოკაცეს კანონს, 6 თვეში, 21 ათასი ვიზიტორი ეწვია. დაცული ტერიტორიების
2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ
პარკს,
16:20 / 07.11.2019
2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ პარკს,
,,იმერულ მეღვინეობაში კომპანია ,,ხარება
16:01 / 06.11.2019
,,იმერულ მეღვინეობაში კომპანია ,,ხარება" განსაკუთრებულ როლს თამაშობს." -ამის შესახებ გარემოს
ამინდი
თბილისი 1 - 13 °C
img
ქუთაისი 6 - 18 °C
img
ბათუმი 11 - 18 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
"მუხრანობა 2019" მუხრან მაჭავარიანის 90 წლის იუბილეს მიეძღვნება
საჩხერეში სახალხო დღესასწაულს "მუხრანობა 2019"-ს 2 ნოემბერს აღნიშნავენ.
15:42 / 22.10.2019
,,ქუთაისში ჩვენ გვაქვს არგონავტიკის ეპოქის არტეფაქტები" - როლანდ ისაკაძე
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ასოცირებული პროფესორი როლანდ
13:00 / 04.11.2019
ზეკარის ხეობის 5 ხიდს კულტურული მემკვიდრეობის ძეგლის სტატუსი მიენიჭა
ზეაკრის ხეობაში 5 ხიდი კულტურული მემკვიდრეობის სტატუსის მატარებელია.
12:39 / 28.10.2019
მსოფლიო საოპერო ვარსკვლავები, რომლებიც ქუთაისში 9 ნოემბერს იმღერებენ
ქუთაისს, 9 ნოემბერს, საქველმოქმედო კონცერტის ფარგლებში, მსოფლიო
12:30 / 30.10.2019
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა
წყალტუბოს მერიამ და ბავშვთა ინკლუზიურმა ცენტრმა 4 ქვეყნის დელეგაციას უმასპინძლა.
16:59 / 30.10.2019