გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრის, ლევან დავითაშვილის თქმით,

multicat=36 იმერეთის რეგიონს აგროტურიზმის კიდევ უფრო განსავითარებლად დიდი პოტენციალი აქვს. მინისტრმა აგროტურიზმისა და ღვინის ტურიზმის შესახებ ბაღდათის მუნიციპალიტეტში სტუმრობისას ისაუბრა, სადაც საოჯახო მარნების პროდუქცია დაათვალიერა და მეწარმეებს გაესაუბრა.

,,აგროტურიზმი და ღვინის ტურიზმი მთელს ქვეყანაში უფრო და უფრო პოპულარული ხდება. მზარდია ეს ტენდენციები. ვფიქრობ, ამას მეტი პოტენციალი გააჩნია იმერეთის რეგიონში. ტრადიციულად აქ ძალიან მაღლი ხარისხის ღვინოები იწარმოებოდა. ასევე მასპინძლობის ძალიან დიდი კულტურაა.”- განაცხადა ლევან დავითაშვილმა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი ბაღდათში იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულთან, ზვიად შალამბერიძესთან ერთად ჩავიდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *