ბაღდათში ღვინის კოოპერატივი შეიქმნება. ამის შესახებ შეთანხმება იმერეთის

multicat=36 სახელმწიფო რწმუნებულ ზვიად შალამბერიძესა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრ ლევან დავითაშვილს შორის შედგა. კოოპერატივის შესაქმნელად მუშაობა უკვე დაწყებულია.

,, სოფლის მეურნეობის მინიტრთან ერთად ბაღდათში ერთ-ერთ მეღვინეს ვესტუმრეთ. მეწარმეებს შევხვდით. დღეს მინისტრმა გააჟღერა, რომ ადგილზე შეიქმნება კოოპერატივი. ეს კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს ადგილობრივი მეღვინეობის განვითარებას არა მარტო ბაღდათში, არამედ ახლომახლო რაიონებშიც.” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მეღვინეებთან შეხვედრაზე ბაღდათში არსებული მარნებისა და საოჯახო სასტუმროების განვითარებით, მნიშნელოვანი ეკონომიკური სარგებლის მიღების პერსპექტივაზე გამახვილდა ყურადღება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *