ეკონომიკა
,,მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ტურიზმი განვითარდეს იმერეთში" - ზვიად შალამბერიძე
,,მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ტურიზმი განვითარდეს იმერეთში."- ამის შესახებ იმერეთის გუბერნატორმა ზვიად შალამბერიძემ თერჯოლაში, შ.პ.ს ,,ხარებაში" სტუმრობისას განაცხადა.

გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრმა ლევან დავითაშვილმა და სახელმწიფო რწმუნებულმა იმერეთში ზვიად შალამბერიძემ, თერჯოლის მუნიციპალიტეტში, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი ყურძნის გადამამუშავებელი საწარმო, შპს "ხარება" დაათვალიერეს. სამთავრობო გუნდის წარმომადგენლებმა, წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტის ფარგლებში, იმერეთის რეგიონის აგროტურიზმის პოტენციალის ათვისებაზე ისაუბრეს.

,,დავათვალიერეთ წარმოების მიმდინარეობა. ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ღვინის ტურიზმის ძალიან ფორსირებულად განვითარდეს იმერეთში. ვინაიდან, ჩვენ ვიცით ის ახალი ამბები, რომელიც დაანონსებულია და ეხება მაგალითად წყალტუბოს და ზოგადად მთელ იმერეთს. ფეხი უნდა ავუწყოთ ტურიზმის და ბიზნესის ყველა მიმართულებით ამ ახალ ამბავს".- განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

"ხარებამ" სახელმწიფოს ფინანსური მხარდაჭერით, თანამედროვე სტანდარტებით აღჭურვილი მეურნეობა შექმნა. საწარმოში, წელიწადში, დაახლოებით, 7,000 ტონამდე ყურძენს გადაამუშავებენ, რომლის რეალიზაციაც ადგილობრივ და საერთაშორისო ბაზრებზე ხორციელდება; საწარმოში 85 ადამიანია დასაქმებული.

პროექტის ჯამურმა ღირებულებამ 12.5 მილიონი ლარი შეადგინა, საიდანაც 1,062,000 ლარი შეღავათიანი აგროლიზინგია.

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი 15 122 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 76
253 000 ლარი შეადგინა.
18:05 / 27.01.2020
ქუთაისის 2020 წლის ბიუჯეტი 15 122 000 ლარით გაიზარდა და ჯამში 76 253 000 ლარი შეადგინა.
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვეში მგზავრებს ახალი
ტერმინალი მოემსახურება.
12:20 / 24.01.2020
,,ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რამდენიმე თვეში მგზავრებს ახალი ტერმინალი მოემსახურება."
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურისათვის 812 ათასი
ლარია გამოყოფილი.
14:29 / 23.01.2020
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ჭიათურისათვის 812 ათასი ლარია გამოყოფილი.
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვანს  570 000 ლარი
გამოეყო. ვანის
14:13 / 23.01.2020
სოფლის მხარდაჭერის პროგრამის ფარგლებში ვანს  570 000 ლარი გამოეყო. ვანის
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,
14:50 / 21.01.2020
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო,
ამინდი
თბილისი -2 - 8 °C
img
ქუთაისი 3 - 11 °C
img
ბათუმი 6 - 12 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო
ორწლიანი სასამართლო დავის შემდეგ მოქალაქემ ქუთაისის მერიას პროცესი მოუგო. ქუთაისის
16:26 / 21.01.2020
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესი 20 იანვარს განახლდება 
ქუთაისის საბავშვო ბაღებში სასწავლო პროცესის განახლება 20 იანვარს იგეგმება.
15:08 / 15.01.2020
,,დათვის ტბა" , ,,ბოგა" - ხონში ტურისტებისთვის დამატებითი სანახაობების შეთავაზებაზე მუშაობენ
ხონში ტურისტებისათვის ახალი ადგილების შეთავაზებაზე მუშაობენ. ხონის მუნიციპალიტეტის მერი,
18:18 / 10.01.2020