ეკონომიკა
იმერეთში ვიზიტორთა რაოდენობის მიხედვით პრომეთეს მღვიმე ლიდერობს
2019 წლის 10 თვეში ყველაზე მეტი ვიზიტორი ყაზბეგის ეროვნულ პარკს, მარტვილის კანიონს, პრომეთეს მღვიმეს,ოკაცეს კანიონის და თბილისის ეროვნულ პარკს ესტუმრა. 

დაცული ტერიტორიების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, დაცულ ტერიტორიებზე ვიზიტორთა რაოდენობა წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 21%-ით გაიზარდა.

,,2019 წლის 10 თვის მონაცემებით კი ტერიტორიებს 1 130 400 ტურისტი ეწვია, რაც 2018 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით, 7%-ით გაზრდილი მაჩვენებელია. ვიზიტორების 49% -ქართველი, ხოლო 51% უცხოელი იყო. აქვე უნდა აღინიშნოს, რომ უცხოელი ვიზიტორების რაოდენობა გაზრდილია 14%-ით.2019 წლის 10 თვის განმავლობაში ეკოტურისტული სერვისებიდან მიღებულმა შემოსავლებმა შეადგინა 9357649 ლარი, რაც წინა წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით, 11%-ით არის გაზრდილი."- წერია გავრცელებულ ინფომაციაში.
| Print |