ქუთაისში ბუნებრივი ღვინის ფესტივალი სახელწოდებით “ამერიმერი” გაიმართება.

multicat=36 მას ორგანიზებას  ასოციაცია ბუნებრივი ღვინო გაუწევს.  “ამერიმერი” წელს მესამედ იმართება და სტუმრებს საქართველოს სხვადასხვა კუთხეში დაყენებულ ღვინოებს სთავაზობს.

ფესტივალში, 70-მდე ის მცირე მარანი მიიღებს მონაწილეობას, რომლებიც ასოციაცია ბუნებრივი ღვინის წევრები არიან.

სტუმრებს საშუალება ექნებათ შეხვდნენ მეღვინეებს, დააგემოვნონ და შეიძინონ მათი პროდუქცია.

ფესტივალი 14 დეკემბერს, 13 : 00 დან 18 : 00 საათამდე სასტუმრო ,,რჩეული”-ში გაიმართება. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *