პროგრამის “აწარმოე საქართველოში” ბენეფიციარი – ქუთაისში არსებული სამკერვალო

multicat=36 “იმერი” მსოფლიოში ცნობილი ბრენდის “მარკს ენდ სპენსერის” ტანსაცმელს შეკერავს. ინფორმაციას ამის შესახებ ეკონომიკისა და მდგრადი განვიტარების სამინისტრო ავრცელებს. 

,,პროგრამის ინდუსტრიული მიმართულების ფარგლებში, კომპანიამ 2016 წლიდან ქუთაისში, ახალი საწარმოო სიმძლავრეების ამოქმედება შეძლო, რომლის შედეგადაც გაიზარდა წარმოებული პროდუქციის ასორტიმენტი და რაოდენობა. საწარმოში 400-მდე ადამიანია დასაქმებული. კომპანიამ 812 ათასი ლარის მოცულობის შეღავათიანი კრედიტით ისარგებლა. კომპანია “იმერი” მსოფლიოში ცნობილ სხვადასხვა ბრენდთან თანამშრომლობს, მალე კი “მარკს ენდ სპენსერის” ტანსაცმელსაც შეკერავს.” – წერია გავრცელებულ ინფორმაციაში.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *