ბაღდათში, სოფელ ვარციხეში მდებარე ანანოვების სასახლეში, ტურისტული კომპლექსი მოეწყობა.

multicat=36 სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, კომპლექსის მოსაწყობად 4 მილიონ ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. 

,,პროექტი “50 ქონება შენი სასტუმროსთვის” ფარგლებში, ვარციხეში, ანანოვების ყოფილ სასახლეში ტურისტული კომპლექსი მოეწყობა, რისთვისაც 4 000 000 ლარზე მეტი ინვესტიცია განხორციელდება და ახალი სამუშაო ადგილები შეიქმნება. ტურისტულ ცენტრში სასტუმროსთან ერთად განთავსებული იქნება ალკოჰოლური სასმელების საგამოფენო სივრცე და სპორტული მოედანი. ბიზნესის მხარდასაჭერად შპს “ინვესტ ჯგუფს” ეკონომიკის სამინისტროს სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოსგან ბაღდათის რაიონის სოფელ ვარციხეში არსებული 73 500 კვ.მ. მიწის ნაკვეთი და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობები ელექტრონულ აუქციონზე 1 375 000 ლარად გადაეცა.”- წერია გავრცელებულ ინფორმაციაში. 

სასახლე მეოცე საუკუნის დასაწყისშია აგებული.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *