"სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ფარგლებში წყალტუბოში მოსახლეობასთან შეხვედრები 28 იანვრიდან დაიწყება
საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტრო, "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებას იწყებს. "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" ბიუჯეტი, რომელიც რეგიონებში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან ფინანსდება, შარშანდელის მსგავსად, წელსაც 40 მლნ ლარია.
წყალტუბოს მერიის ინფორმაციით,  "სოფლის მხარდაჭერის პროგრამის" განხორციელებისთვის მოსახლეობასთან შეხვედრები 28 იანვრიდან დაიწყება.
წელს პროგრამისთვის 704 000 ლარია გამოყოფილი და 45 სოფელში მოსახლეობის მოთხოვნის შესაბამისად გადანაწილდება.
| Print |