ლუქსემბურგში დაგეგმილ მასშტაბურ ტურისტულ ღონისძიებაში ქუთაისი ჩაერთვება.

1-3 აპრილს ლუქსემბურგში, ევროპის საბჭოში , საქართველოს თავმჯდომარეობის ფარგლებში, ეწყობა ევროპის საბჭოსა და ლუქსემბურგის დიდი საჰერცოგოს მიერ ორგანიზებული კულტურული მარშრუტების გაფართოებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს მაღალი დონის ღონისძიება. ღონისძიების ფორმატში დაგეგმილია საქართველოს კულტურული მარშრუტებისა და ქართული კულტურული მემკვიდრეობის ექსპოზიცია და კონცერტი, ასევე ქართული ღვინისა და გასტრონომიის დეგუსტაცია. საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ინიციატივით, ღონისძიებაში მონაწილეობას მიიღებს ქალაქი ქუთაისიც, როგორც 2021 წელს, ევროპის საბჭოს კულტურული მარშრუტების რიგით მე-11 ფორუმის მასპინძელი ქალაქი.

,,მსგავსი მასშტაბის ღონისძიებაზე ქალაქ ქუთაისის წარდგენა მნიშვნელოვნად დაეხმარება ქალაქს და რეგიონს კულტურული და ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაციაში, ქალაქის შესახებ ცნობადობის გაზრდასა და 2021 წელს დაგეგმილი ფორუმის მოსამზადებელი საქმიანობის წარმართვაში. ღონისძიებას მასპინძელი მხრიდან დაესწრებიან ლუქსემბურგის დიდი ჰერცოგი, ევროპის საბჭოს უმაღლესი რანგის თანამდებობის პირები და გაერთიანებული წილობრივი შეთანხმების მმართველი საბჭოს წარმომადგენლები.” – აცხადებენ ქუთაისის მერიაში. 

2021 წელს, კულტურული მარშუტების რიგით მე-11 ფორუმის მასპინძელი ქალაქი ქუთაისი გახდა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *