საფრანგეთის ელჩი საქართველოში დიეგო კოლასი ქუთაისში იმყოფება. ელჩმა ადგილობრივი

multicat=36 თვითმმართველობის წარმომადგენლებთან შეხვედრა გამართა, ასევე შეხვდა სტუდენტებს. მან ქუთაისის, როგორც დიდი ისტორიის მქონე ქალაქის, შესახებ ისაუბრა და აღნიშნა, რომ ფრანგმა ტურისტებმა აუცილებლად უნდა მოინახულონ.

,,ტურიზმი მნიშვნელოვანია ამ ქალაქისათვის. მე გატაცებული ვარ ისტორიით. რაც ჩამოვედი საქართველოში, მას შემდეგ ვეცნობი საქართველოს ისტორიას. ქუთაისში ორი დღეა ვიმყოფები. რაც ვნახე, ძალიან აღმაფრთოვანებელია. უკვე მოვასწარი გელათის ნახვა. მე განსაკუთრებით მიყვარს ქალაქები, რომლებსაც აქვთ დიდი ისტორია და ბევრია მათზე მოსაყოლი. ქუთაისიც ასეთია, ისევე როგორც საფრანგეთის ქალაქები. ამიტომ ჩვენ შეგვიძლია ერთმანეთს კარგად გავუგოთ. ბუნებრივია, ფრანგმა ტურისტებმა, რომლებიც ჩამოვლენ საქართველოში, პირველ რიგში უნდა მონახულონ ქუთაისი. “- განაცხადა დიეგო კოლასიმ.

საფრანგეთის ელჩი საქართველოში წყალტუბოსაც ეწვევა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *