ქუთაისის აეროპორტის თანამშრომლები მარკეტინგისა და კომუნიკაციების მიმართულებით

multicat=36 გადამზადდებიან. თანამშრომლების გადამზადება და აეროპორტის მხარდაჭერა იმ მემორანდუმის ფარგლებში მოხდება, რომელიც ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანებასა” და აშშ-ის საერთაშორისო განვითარების სააგენტოს USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამას შორის გაფორმდა.

დოკუმენტს ხელი ,,საქართველოს აეროპორტების გაერთიანების” დირექტორმა თამარ არჩუაძემ და USAID-ის ეკონომიკური უსაფრთხოების პროგრამის ხელმძღვანელმა მარკ მაკკორდმა მოაწერეს.

გარდა თანამშრომლების გადამზადებისა, მემორანდუმი მიზნად ისახავს ინვესტორების მოძიებასაც.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *