სახელმწიფო ტურიზმის სფეროში მომუშავე 18 ათას კომპანიას 4 თვით,მარტში, აპრილში,

multicat=36 მაისსა და ივნისში, ქონების და საშემოსავლო გადასახადებს გადაუვადებს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერმინისტრმა გიორგი გახარიამ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

,,მთავრობა ამ ეტაპზე  ისეთი კომპანიებს, რომლებიც საქმიანობენ სასტუმროებისა და რესტორნების, ტურისტული სააგენტოების, სატრანსპორტო კომპანიების, საექსკურსიო კომპანიების და სხვა სფეროებში, 4 თვით გადაუვადებს ქონების და საშემოსავლო გადასახადს პირველ ნოემბრამდე. რაც ნიშნავს იმას, რომ ეს შეეხება 18 ათას კომპანიას, რომელიც ოპერირებს დღეს საქართველოში და 50 ათასზე მეტ დასაქმებულ პირს. ეს დამატებით დატოვებს ამ სექტორში 4 თვის განმავლობაში (მარტი, აპრილი, მაისი და ივნისი) დაახლოებით 100 მილიონზე მეტს ფინანსურ რესურსს. გარდა მაისა, სახელმწიფოს გადაწყვეტილებით, დაგეგმილი 600 მილიონი დასაბრუნებელი დღგ-ს ნაცვლად ეს თანხა გაორმაგდება და ჩვენს ეკონომიკას, კომპანიებს დაუბრუნდებათ დამატებით 600 მილიონი, რაც ერთი წლის განმავლობაში ეკონომიკას დაუბრუნებს მილიარდ 200 მილიონი დღგ-ს საშუალებთ ფინანსურ რესურსს.”- განაცხადა გახარიამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *