ევროკავშირმა, შვედეთმა და ავსტრიამ, ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორში, სვანეთის,

multicat=36 რაჭა-ლეჩხუმის და ზემო იმერეთის რეგიონებისთვის 1,16 მილიონი ევროს ოდენობის, ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა გამოაცხადა. 

ინიციატივა გამიზნულია მესტიის, ლენტეხის, ცაგერის, ონის, ამბროლაურის, საჩხერეს, ჭიათურას და ტყიბულის მუნიციპალიტეტის ფერმერებისთვის, საოჯახო სასოფლო-მეურნეობებისთვის, ოფიციალური / არაფორმალური ფერმერის ჯგუფებისთვის, და ასევე ზემოაღნიშნული მუნიციპალიტეტებს გარეთ დაფუძნებული სუბიექტები/ობიექტებისთვის ორგანული სოფლის მეურნეობის სექტორიდან, რომლებიც ორგანული პროდუქციის შეძენას ახორციელებენ ჩამოთვლილი რეგიონებიდან.

ადგილობრივი განვითარების ინიციატივის ფარგლებში, მხარდაჭერის მოცულობის დიაპაზონია 5 000-დან 150 000 ლარამდე. აპლიკანტის მხრიდან, თანადაფინანსება მთლიანი ბიუჯეტის მინიმუმ 10%-ს უნდა შეადგენდეს.

“საქართველოში ეკონომიკური ვითარების გამოსასწორებლად მიმართული ფინანსური მხარდაჭერა ევროკავშირის ერთ-ერთი პრიორიტეტია. ქვეყანას ორგანული სოფლის მეურნეობის დიდი პოტენციალი გააჩნია, თუმცა ეს შესაძლებლობები ჯერ კიდევ აუთვისებელია სასოფლო-სამეურნეო საშუალებებზე, კრედიტებზე, ბაზრებზე და ინფორმაციაზე არასაკმარისი ხელმისაწვდომობის გამო. ახალი შესაძლებლობების შექმნა, ადგილობრივი მცირე მეწარმეებისთვის და მცირე მასშტაბის სასოფლო-სამეურნეო საწარმოებისთვის, სოფლის განვითარების მთავარი კომპონენტია. ადგილობრივი განვითარების ინიციატივების მხარდაჭერა არის დროული ნაბიჯი გამოწვევების დასაძლევად”. – განაცხადა ევროკავშირის ელჩმა საქართველოში კარლ ჰარცელმა. 

კონკურსში მონაწილეობის მისაღებად წარმოდგენილი პროექტი/იდეა უნდა ეხმიანებოდეს შემდეგი პრიორიტეტული სფეროებიდან მინიმუმ ერთ-ერთს:

მცირე ფერმერების წახალისება, რომ გადაერთონ კონვენციური/სტანდარტული მეურნეობიდან ორგანულ მეურნეობაზე;

უკვე არსებული ორგანული მეურნეობებისა და გადამამუშავებელი საწარმოების პროდუქტიულობის ამაღლება და ბაზარზე ხელმისაწვდომობის გაუმჯობესება;

პროდუქტის ხარისხისა და მასზე მოთხოვნის ზრდის გაუმჯობესება მარკეტინგული ინიციატივების საშუალებით;

ორგანული სოფლის მეურნეობისა და ბიოლოგიურად სუფთა საკვების პოპულარიზაცია და ზოგადად ორგანულ/ბიო წარმოებაზე ცნობიერების ამაღლების მხარდაჭერა როგორც პროექტის სამიზნე რეგიონებში, ასევე ეროვნულ დონეზე;

ორგანული პროდუქტების მწარმოებლებისა და შემსყიდველი კომპანიების დაკავშირება, ბიოწარმოებასთან დაკავშირებული ღონისძიებების ზოგადი კოორდინაცია, საზოგადოების ინფორმირება ორგანული პროდუქტების უპირატესობაზე და ზოგადად ორგანული სოფლის მეურნეობის პოპულარიზაცია;

ბიოწარმოებაში დაშვებული და აუცილებელი საჭიროებების/რესურსების მიწოდება ფერმერებისთვის.

საკონკურსო განაცხადის და დამატებითი ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია აქ . ინფორმაცია პროექტ GRETA-ს შესახებ

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *