Google Chrome-ში სტრიმის მოსმენა შეზღუდულია.   გთხოვთ გამოიყენოთ სხვა ბროუზერი

ეკონომიკა
მერძევეობის დარგის განვითარებისთვის ახალი პროგრამა იწყება
მერძევეობის დარგის განვითარებისთვის ახალი პროგრამა იწყება. "მერძევეობის დარგის მოდერნიზაციის და ბაზარზე წვდომის სახელმწიფო პროგრამა" გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ინიციატივით, სოფლისა და სოფლის მეურნეობის განვითარების სააგენტომ, სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის (IFAD) ფინანსური მხარდაჭერით ხორციელდება. 

როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს" სოფლის მეურნეობის განვითარების საერთაშორისო ფონდის პროგრამების ხელმძღვანელმა საქართველოში ლალი დურმიშიძემ განუცხადა, პროგრამაში იმერეთი და საქართველოს კიდევ ხუთი რეგიონი, სამცხე-ჯავახეთი, სამეგრელო, კახეთი, რაჭა-ლეჩხუმი და ქვემო ქართლი ჩაერთვება. კორონავირუსის გამო გამორიცხული არაა რეგიონების რაოდენობა კიდევ გაიზარდოს. 

,,პროგრამის ძირითადი ხერხემალი საგრანტო კომპონენტია, რომელიც გულისხმობს მერძევეობის სექტორში დასაქმებულების გრანტებით უზრუნველყოფას.  საგრანტო მიმართულებით დაახლოებით 12 მილიონია გათვალისწინებული, განაცხადების მიღების ვადა შეზღუდული არ არის. პროგრამა 6 წლიანია. საგრანტო მიმართულების გარდა იგეგმება მეცხოველეობის სექტორში საკვები ბაზის გაუმჯობესება,  საძოვრების მართვის გაუმჯობესება, ეკოლოგიური საქმიანობის ხელშეწყობას, პროექტი ასევე ითვალისწინებს ტექნიკურ დახმარებას, სწავლებებს, გაკეთდება სადემონსტრაციო ფერმები, ამ სექტორში ცოდნა საკმაოდ დაბალია."- განაცხადა ლალი დურმიშიძემ. 

პროექტი ითვალისწინებს როგორც მსხვილი ასევე მცირე ფერმერების დაფინანსებასაც. 

პროგრამა ითვალისწინებს მერძევეობის მიმართულებით თანადაფინანსებას. როგორც ახალი საქმიანობის დაწყებას, ასევე არსებულის გაფართოებას/მოდერნიზებას/გადაიარაღებას. დასაშვებია მსხვილფეხა საქონლის სადაზღვევო პრემიის ან/და ძირითადი საშუალებების თანადაფინანსება შემდეგი მიმართულებით:რძის პირველადი წარმოება, რძის შემგროვებელი პუნქტი,რძის გადამამუშავებელი საწარმო, ცხოველის საკვების პირველადი წარმოება, ვეტერინარია და ხელოვნური განაყოფიერება; 

,, გრანტი შეუძლია მიიღოს როგორც მსხვილმა ფერმერმა, მაგალითად ვისაც 20 სულზე მეტი ჰყავს ძროხა, ასევე 5 სულზე მეტი ვისაც ჰყავს მათაც. ის მოთხოვა, რასაც ჩვენ ვთხოვთ ფერმერებს, რომ წესები უნდა იყოს დაცული და მერე გამოიტანონ ყველი გასაყიდად, ამისთვის შეუძლიათ გრანტი აიღონ. საწველი დარბაზი მოაწყონ, საწველი აპარატი იყიდონ და ზუსტად ის მოთხოვნები დააკმაყოფილონ, რასაც ევროკავშირი ითხოვს."- ამბობს ლალი დურმიშიძე. 

პროგრამის ფარგლებში პოტენციური ბენეფიციარების განაცხადების, ბიზნეს მოდელის, ბიზნეს გეგმის და ხელშეკრულების გაფორმებისთვის საჭირო დოკუმენტაციის (გარდა საექსპერტო/საშემფასებლო/აუდიტორული დასკვნის ორიგინალი დოკუმენტისა) წარმოდგენა  ხორციელდება ელექტრონული ფორმით სააგენტოს  ვებგვერდის -  www.arda.gov.ge -ს მეშვეობით.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
შიდა ტურიზმის ამუშავება კორონავირუსის პირობებში განსაკუთრებით
მნიშვნელოვანია.
16:16 / 05.06.2020
შიდა ტურიზმის ამუშავება კორონავირუსის პირობებში განსაკუთრებით მნიშვნელოვანია.
,,ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და ყველაფერი
კარგად იქნება, თუმცა
15:58 / 05.06.2020
,,ვერ გეტყვით, რომ ყველაფერი ერთ დღეში შეიცვლება და ყველაფერი კარგად იქნება, თუმცა
30 მაისს ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის
გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც
12:40 / 04.06.2020

30 მაისს ფინკა ბანკსა და სს სიმბიოტიკს (Symbiotics) შორის გაფორმდა შეთანხმება, რომლის მიხედვითაც

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა
ხაზზეა
00:00 / 01.06.2020

ახალ კორონავირუსთან ბრძოლაში სამედიცინო პერსონალი მუდამ წინა ხაზზეა

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 14 - 27 °C
img
ქუთაისი 14 - 27 °C
img
ბათუმი 16 - 22 °C
img
სოხუმი 13 - 23 °C
img
ფოთი 16 - 22 °C
img
თელავი 14 - 27 °C
img
მესტია 2 - 15 °C
img
ზუგდიდი 13 - 25 °C
img
ბორჯომი 8 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
წყალტუბო-ქუთაისის მიმართულებით მგზავრობის ღირებულება არ იზრდება
წყალტუბოდან ქუთაისში მგზავრობის საფასური არ იზრდება. როგორც რადიო ,,ძველ ქალაქს"
11:16 / 04.06.2020
ლედი მერკვილიშვილს გზა ვანიდან აშშ-მდე

ახალგაზრდებისთვის პროფესიის სწორად შერჩევას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. როგორც წესი მომავალი

10:34 / 11.05.2020
პროფესია აგრონომი - გიორგი გაბედავას ამერიკული ამბავი
ეს არის ამბავი იმაზე , თუ როგორ აღმოჩნდა სამტრედიელი ახალგაზრდა ამერიკის შეერთებულ
11:43 / 04.06.2020
პოლიტიკის სიახლეები
ახალი ტერმინალის მშენებლობის პროცესს პრემიერმინისტრი გაეცნო
15:28 / 05.06.2020
ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში, ახალი ტერმინალის მშენებლობის პარალელურად,
ყოფილმა თანამშრომელმა ზესტაფონის მერიას სასამართლო დავა მოუგო
11:28 / 04.06.2020
ზესტაფონის მუნიციპალიტეტის მერიას სასამართლო დავა ყოფილმა