,,ეს იქნება დიდი სტიმული როგორც ფერმერებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ

multicat=36 არ არის ჩართული ფერმერულ მეურნეობაში.”- ასე გამოეხმაურა იმერეთის სახელმწიფო რწმუნებული სოფლიე მეურნეობის სფეროში ანტიკრიზისული გეგმის ფარგლებში ფერმერბისათვის გამოყოფილ დახმარებებს.

ზვიად შალამბერიძის შეფასებით, დღეს გაცხადებული შეღავათები დიდი სტიმული იქნება როგორც ფერმერებისთვის, ასევე მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის ჩართული ფერმერულ მეურნეობაში.

,, ჩვენ იმერეთში, განსაკუთრებით კი წყალტუბოში გვაქვს ძალიან ბევრი სასათბურე მეურნეობა, ასევე ჩვენი ფერმერები, რომლებსაც უნდათ თავიანთი საქმიანობის გაფართოება. როგორც გაცხადდა, მიიღებენ 50%-იან სუბსიდირებას სასათბურე მეურნეობის მშენებლობაში, ტექნიკის შეძენაში, სარწყავი არხის მოწყობაში და სხვა. ეს იქნება ძალიან დიდი სტიმული თითოეული იმ ადამიანისთვის, ვინც უკვე ჩართულია ფერმერულ მეურნეობაში და მათთვის, ვინც ჯერ კიდევ არ არის, რომ წლის ბოლომდე მიუბრუნდეს და ეს შეღავათები შეეხოს. ჩვენ მაქსიმალურად ვცდილობთ, რომ ყველა იმ ადამიანმა, ვინც დარჩა მიწის რეგისტრაციის გარეშე, აუცილებლად დაირეგისტრირონ და ამისთვის გამარტივდა კიდეც ეს პროცესი და დღეს გაცხადებული შეღავათები იქნება კიდევ დამატებითი სტიმული იმისთვის, რომ ყველა ადამიანმა წლის ბოლომდე მიწა დაირეგისტრიროს და დარწმუნებული ვარ, 100%-ით იქნება წლის ბოლოსთვის მიწები დარეგისტირებული იმიტომ, რომ მიიღონ ეს შეღავათები” – განაცხადა ზვიად შალამბერიძემ.

მისივე თქმით, წელს დაახლოებით იმერეთის რეგიონში 30%-ით მეტი მიწა დამუშავდა.  

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *