“ვიზეარმა“ გამოხატა სურვილი, რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის”
"ჩვენ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან
საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე ვმუშაობთ"-ამის შესახებ ეკონომიკის
მინისტრმა ნათია თურნავამ განაცხადა, რომელმაც ონლაინ შეხვედრა
ლიეტუვას ტრანსპორტისა და კომუნიკაციების მინისტრთან იაროსლავ
ნარკევიჩთან გამართა.
"ჩვენ ვემზადებით ტურისტული სეზონის გახსნისთვის. პრაქტიკულად
ყოველდღიურ რეჟიმში გვაქვს კომუნიკაცია ჩვენს კოლეგებთან,
განსაკუთრებით იმ ქვეყნებიდან, საიდანაც ველოდებით ტურისტულ ნაკადებს.
მნიშვნელოვანია, რომ ავიაკომპანია "ვიზეარმა" უკვე გამოხატა სურვილი,
რომ აღდგეს რეგულარული მიმოსვლა ვილნიუსსა და ქუთაისს შორის, ასევე
ბალტიის ორ დანარჩენ სახელმწიფოსთანაც. ვიცით, რომ ბალტიის სამ
სახელმწიფოს შორის პრაქტიკულად უკვე აღდგენილია მიმოსვლა თავისუფალ
რეჟიმში მოქალაქეების და ჩვენ ვმუშაობთ ბალტიის სამივე სახელმწიფოსთან
პირდაპირი საჰაერო მიმოსვლის აღდგენაზე. ყველაფერს გავაკეთებთ
იმისთვის, რომ პირველი ივლისიდან შევძლოთ, ამ ქვეყნებიდანაც
ვუმასპინძლოთ ტურისტებს",-განაცხადა ნათია თურნავამ.
მასალის გამოყენების პირობები