საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის

multicat=36 სამინისტრომ 175 ერთეული ავტობუსი შეიძინა. მათგან 60 ერთეული ქუთაისისთვისაა განკუთვნილი. მუნიციპალიტეტებს ავტობუსები ეტაპობრივად შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში მიეწოდებათ.

“ტენდერში გამარჯვებულ კომპანია შპს Otokar Otomotiv ve Savunma Sanayi A.S მუნიციპალიტეტებისთვის ეტაპობრივად 2020 წლის შემოდგომიდან ზამთრის განმავლობაში უზრუნველყოფს ასჩვიდმეტი 8.5 მეტრიანი და ორმოცდათვრამეტი 10 მეტრიანი ავტობუსების მიწოდებას,”-აცხადებენ სამინისტროში.

პროექტის ფარგლებში გორს – 30, ზუგდიდს – 25, რუსთავს – 40, ქუთაისს – 60, ხოლო თელავსა და ფოთს 10-10 ავტობუსი გადაეცემათ.

სამინისტროს ინფორმაციით, ავტობუსების შესყიდვა საქართველოს ურბანული ტრანსპორტის განვითარების პროგრამის ფარგლებში ხორციელდება.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *