,,Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან,

multicat=36 როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება.”- ნათქვამია კომანიის განცხადებაში. გავრცელებული ინფორმაციით, კომპანია ქუთაისში არსებული ბაზის დახურვას გეგმავდა.

“Wizz Air აქტიურად აკვირდება გლობალურ და ლოკალურ ეპიდსიტუაციას, ითვალისწინებს საქართველოს მთავრობის რეგულაციებს და განაგრძობს ქვეყანაში ოპერირებას. Wizz Air 2012 წლიდან მუშაობს საქართველოს საავიაციო ბაზარზე და კიდევ უფრო გაფართოვდა 2016 წელს, ბაზის დაარსების შემდეგ. Wizz Air ერთ-ერთი წამყვანი ავიაკომპანია გახდა საქართველოში, რომელმაც 2.5 მილიონზე მეტი მგზავრის გადაყვანა უზრუნველყო. რამაც მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ტრეფიკის და ტურიზმის გაძლიერებას ბოლო წლების განმავლობაში. Wizz Air გამოხატავს მზაობას შეასრულოს ფრენები საქართველოსა და სხვა ქვეყნებს შორის, როგორც კი აღდგება რეგულარული კომერციული ფრენები. Wizz Air მზადაა აღადგინოს ფრენები და დაამატოს ახალი მიმართულებები ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტიდან, როგორც კი გლობალური ეპიდემიოლოგიური ვითარება გაუმჯობესდება და მოგზაურობაზე მოთხოვნა დაიწყებს ადრინდელ ნიშნულზე დაბრუნებას”, – ნათქვამია ავიაკომპანიის განცხადებაში.

კომპანიის მიერ ქუთაისის დატოვებას დღეს ეკონომიკის მინისტრიც გამოეხმაურა, ნათია თურნავას განცხადფებით Wizz Air-ი საქართველოს მტავრობასთან თანამშრომლობას აგრძელებს. 

“ვიზეარი” აგრძელებს საქართველოს ხელისუფლებასთან და საქართველოსთან თანამშრომლობას, “ვიზეარი” ერთგული რჩება თავისი მომხმარებლების, ჩენი მოქალაქეების, ვინც მთელი ამ წლების განმავლობაში “ვიზეარის” მეშვეობით ჩვენი ხელშეწყობით, ძალიან კომფორტულად და საკმაოდ ხელმისაწვდომი ფასებით მგზავრობდა საქართველოდან და პირიქით”, – განაცხადა მინისტრმა.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *