საქართველოს მთავრობის ინფორმაციით,  მოლაპარაკებები დასრულდა ევროკავშირის რამდენიმე ქვეყანასთან,

multicat=36 რომელთა მოქალაქეებსაც საზღვრებს უპირობოდ გაუხსნის.  ამ თემაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს წევრი შესაბამისი უწყებების ხელმძღვანელებთან სამუშაო შეხვედრა გამართა.

,,შეხვედრისას განიხილეს მსოფლიოსა და თავად ევროპის კონტინენტზე არსებული ეპიდემიოლოგიური ვითარება, რომლის გათვალისწინებით, ევროკავშირის რიგმა ქვეყნებმა, ამ ეტაპზე, საერთოდ არ გახსნეს საზღვრები უცხო ქვეყნის, მათ შორის ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვისაც. არაერთ ქვეყანაში ჩასვლისას კი, სავალდებულოა 14-დღიანი კარანტინის გავლა საკუთარი სახსრებით.

საქართველოს მთავრობა აკვირდება გლობალურ სურათს და მოქალაქეების ჯანმრთელობის დაცვის უზრუნველყოფისთვის, დგამს ფრთხილ ნაბიჯებს.”- წერია მთავრობს ადმინისტრაციის განცხადებაში. 

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით მიღებული კონკრეტული გადაწყვეტილებების შესახებ დღეს გახდება ცნობილი.  მთავრობის ადმინისტრაციაში დღეს,  11:00 საათზე, ბრიფინგი გაიმართება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *