Wizz Air–ის მხარდასაჭერად მოქალაქეებმა კამპანია დაიწყეს.  კამპანიის ფარგლებში კომპანიის

multicat=36 სერვისებით მოსარგებლე პირებს შეუძლიათ თავიანთი მოსაზრებები საჯაროდ გამოაქვეყნეონ სხვადასხვა ფორმით. ,,ახალგაზრდა გიდების ასოციაციის” ხელმძღვანელი ლაშა ბერეკაშვილი ამბობს, რომWizz Air–ის ​ბაზის არსებობსას ქუთაისში არაერთი დატვირთვა და მნიშვნელობა აქვს.  

,,ბოლო პერიოდში რაც გახდა ცნობილი, რომ Wizz Air-მა თავისი ბაზა გაიყვანა, გარკვეული ჯგუფები მიზანმიმართულ დეზინფორმაციას ეწევიან. აკნინებენ მის როლს და მნიშივნელობას საქართველოს ტურისტული ინდუსტრიისთვის. ეს მნიშვნელოვანი იყო არა მხოლოდ ქუთაისისთვის და საქართელოსთვის, არამედ მთელი რეგიონისთვის. ეს იყო ადგილი, რომელიც აერთანებდა კავკასიასაც მათ შორის. ჩვენ გვინდა ამ კამპანიით გავზარდოთ ცნობადობა Wizz Air-ის მნიშვნელობაზე. ვისაც უსარგებლია ამ სიკეთეებით ვიდეო რგოლებით ან ლაივებით ან ბანერებით შეუძლია გამოხატოს აზრი.თუ მას ბაზა არ ექნება, შეეძლება მხოლოდ 10-მდე მიმართულება აიღოს. ის ასევე ქუთაისის, იმერეთს და მთელ საქართველოს აძლევს შესაძლებლობას დასაქმდნენ ადგილობრივები,  ჩვენს თვალ წინ იქმნებოდა საავიაციო სფეროში დასაქმებულთა ელიტა. კადრები გადამზადებული იყვნენ არა მხოლოდ ადგილობრივი ბზარებსათვის, არამედ ეს კადრები საერთაშორისო სტადარტებს აკმაყოფილებდნენ, ამას ადასტურებს ის შეთავაზებები რაც თანამშრომლებმა მიიღეს კომპანიის მიერ ბაზის გაყვანის შემდეგ.”- განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა. 

საავიაციო კომპანიამ ქუთაისში ბაზა დროებით გააუქმა. 

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *