ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის, ნათია თურნავას განცხადებით

multicat=36 Wizz Air-თან და Ryanair-თან ​ფრენების შესახებ მოლაპრაკებები უფრო მეტ დროს საჭიროებს ვიდრე სხვა კომპანიებთან.

მისივე განცხადებით, დაბალბიუჯეტიანი კომპანიების ფრენების სიხშირე მოქალაქეთა დიდ ნაკადთანაა დაკავშირებული, პანდემიის გამო ამისთვის მზად ჯერ მსოფლიო არ არის. 

,,ორივე არის ე.წ დაბალბიუჯეტიანი კომპანია. ეს ნიშნავს, რომ მათ უნდა შეინარჩუნონ დაბალი ფასები და ამიტომ გვაინტერესბს.  ისინი ვერ იფრენენ კვირაში 2-ჯერ. ეს არამომგებიანი იქნება მათთვის. ამ ეტაპზე მათი შემოთავაზება არის რამდენიმე მიმართულება. 10-ზე მეტი მიმართულება ჰქონდათ ბოლოს შემოთავაზებული. ეს ნიშნავს კვირაში 20-ზე მეტ რაოდენობა ფრენას და რასაკვირველია ძალიან დიდ ნაკადს ადამიანების. ჩვენ როდესაც ვიქნებით ამისთვის მზად და მსოფლიოც რომ იქნება მზად და იქ ქვეყნებიც, საიდანაც ისინი იფრენენ, აუცილებლად დავუშვებთ. “- განაცხადა თურნავამ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *