საქართველოს მთავრობამ, ევროკავშირის დაფინანსებით, საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული

multicat=36 განვითარების პროგრამის ფარგლებში, ადგილობრივი ინფრასტრუქტურისა და ბიზნესის განვითარებისთვის, პირველ 11 მუნიციპალიტეტს 5 მილიონი ლარის გრანტები გადასცა. ეს გრანტები მთავრობის 220 მილიონი ლარის საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების საგრანტო პროგრამის ნაწილია, სადაც 186 მილიონი ლარი ევროკავშირის დაფინანსება იქნება.

პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს დაბალანსებულ ტერიტორიულ განვითარებას და რეგიონებში მოსახლეობის ცხოვრების პირობების და სტანდარტების გაუმჯობესებას, ინკლუზიური და მდგრადი სოციალურ-ეკონომიკური ინიციატივების განხორციელების გზით.

11 მუნიციპალიტეტიდან 5 მერეთში მდებარეობს.ვანის, საჩხერის, ტყიბულის, სამტრედიის, ბაღდათის მუნიციპალიტეტებისთვის 25 მილიონი ლარია განკუთვნილი. 

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის პირველი მოადგილის იოსებ ხახალეიშვილის განცხადებით, ეს პირველი შემთხვევაა, როდესაც თანხა პირდაპირ მუნიციპალიტეტებისთვისაა განკუთვნილი და ამავდროულად პროექტები, რომელიც გრანტის ფარგლებში უნდა განხორციელდეს კონკურენციის პირობებში გაკეთდება. 

,,თანხა გადანაწილდება სხვადასხვა სფეროებზე. ეს არ არის მხოლოდ ინფრაქტრუქტურა, ან მხოლოდ სოფლის მეურნეობა ან ტურზმი. აქ საუბარია ინტეგრირებულ განვითარებაზე. თუ ვაკეთებთ მაგალითად ინფრაქტრუქტურას ეს საჭირო უნდა იყოს რეგიონის განვითარებისთვის. ბაღდათის მუნიციპალიტეტს აქვს  მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც მიზნად ისახავს ბაღდათის მუნიციპალიტეტში საინფორმაციო, ტურისტული  ცენტრის დაფუძნებას. გვაქვს უშუალოდ გზის პროექტები, რომლებიც უშუალოდ ხელს უწყობს უშუალოდ საწარმოებთან, ბიზნესებთან გზის მისასვლელობის გაზრდას სკვერების რეაბილიტაციის პროექტი გვაქვს, საჩხერის მუნიციპალიტეტში გახდება ახალი ლოკაცია, სადაც შესაძლებელი იქნება სხვადასხვა ბიზნესების წარმოება და დასვენება. სამტრედიას აქვს ძალიან მნიშვნელოვანი პროექტი, რომელიც ნახევარ მილიონამდე არის დაახლოებით, ქალაქის ცენტრში ძალიან ლამაზი სკვერი გაკეთდება, რომელიც კიდევ ერთი ახალი ლოკაცა იქნება სადგურის მიმდებარედ. ესეც იქნება ახალი ბიზნესის წამოწყებისა და ტურიზმის ხელშეწყობის ადგილი.”- განაცხადა იოსებ ხახალეიშვილმა.

საქართველოს რეგიონული პოლიტიკის განვითარება, ასოცირების შეთანხმების ფარგლებში, ევროკავშირსა და საქართველოს შორის თანამშრომლობის მნიშვნელოვან სფეროს წარმოადგენს. 2020-2022 წლების საპილოტე რეგიონების ინტეგრირებული განვითარების პროგრამა, რომელიც თანადაფინანსებულია ევროკავშირის საბიუჯეტო დახმარების სქემით, საქართველოს მთავრობამ 2019 წლის 20 დეკემბერს დაამტკიცა. საპილოტე რეგიონების პროგრამა ევროკავშირის ექსპერტების ჩართულობით შემუშავდა და იგი ევროკავშირის რეგიონული განვითარების პოლიტიკის უახლეს მიდგომებს ეფუძნება.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *