საქართველოს აეროპორტების გაერთიანების ინფორმაციით, 5 აგვისტოდან

multicat=36 რიგა – თბილისი – რიგას საჰაერო ხაზზე რეგულარული საჰაერო მიმოსვლა განახლდება. ავიარეისებს ავიაკომპანია  „airBaltic“ 20 აგვისტომდე კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. 20 აგვისტოს შემდეგ, რეგულარული რეისების შესრულება რიგა – თბილისი – რიგას მიმართულებით ორი სიხშირით იგეგმება.

ავიარეისების განრიგი ასეთია: რიგა – თბილისი, 20 აგვისტომდე – ყოველ ოთხშაბათს (5, 12, 19 აგვისტო); თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს ჩათვლით – ყოველ ხუთშაბათს (6, 13, 20 აგვისტო); რიგა – თბილისი, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ოთხშაბათსა და კვირას; თბილისი – რიგა, 20 აგვისტოს შემდეგ – კვირაში ორჯერ, ყოველ ხუთშაბათსა და ორშაბათს.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *