ქუთაისის საერთაშორისო აეროპორტში რიგის მიმართულებით

multicat=36 რეგულარული ავიარეისები განახლდა. 4 ოქტომბერს, ექვსთვიანი პაუზის შემდეგ, რიგიდან პირველი რეისი ჩამოფრინდა, რომელსაც ტურისტების ნაკადიც ჩამოჰყვა.

ევროპის უმსხვილესი უნგრული დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანია ჭიზზ Aირ, პირველ ეტაპზე, ფრენებს მხოლოდ რიგა-ქუთაისის-რიგას საჰაერო ხაზზე, კვირაში ერთი სიხშირით შეასრულებს. ქვეყანაში არსებული ეპიდვითარების მიხედვით, სიხშირეებისა და მიმართულებების რაოდენობა ეტაპობრივად გაიზრდება. 

არსებული რეგულაციების თანახმად, ტერმინალში დაიშვებიან მხოლოდ მგზავრები. ტერმინალში გამცილებლის შესვლა ნებადართულია მხოლოდ არასრულწლოვანისა და შშმ პირის თანხლების შემთხვევაში. პირბადის გარეშე ტერმინალში შესვლა აკრძალულია. მგზავრები, რომლებსაც 37.5 ზე მეტი ტემპერატურა დაუფიქსირდებათ, ტერმინალში არ დაიშვებიან.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *