"ხელისუფლებას შეეძლო გაფრთხილების ფორმა გამოეყენებინა"-კახიძე ქუთაისში სავაჭრო ცენტრების დაჯარიმებას აპროტესტებს
"ევროპული საქართველო" ქუთაისში დიდი სავაჭრო ცენტრების დაჯარიმებას ეხმაურება. ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატის, ოთარ კახიძის განცხადებით, ტურიზმის სექტორის გაჩერების გამო ისედაც უმძიმეს მდგომარეობაში მყოფი ქუთაისის ეკონომიკისთვის ეს არის კიდევ ერთი დარტყმა. კახიძე ხელისუფლებას მოუწოდებს, დაუყოვნებლივ გააუქმონ ჯარიმები და გაუფრთხილდნენ ადამიანების სამუშაო ადგილებს.

"ივანიშვილის მავნებელმა ხელისუფლებამ 10,000 ლარით დააჯარიმა ქუთაისში ორი სავაჭრო ცენტრი - "გრანდმოლი" და "უნივერმაგი". დღეს დაიკეტა ქარვასლაც. ფაქტიურად, ქალაქში თუ რამე მუშაობს, ეს არის ბაზრობები და სავაჭრო ცენტრები, სადაც ადამიანები არიან დასაქმებული და თავიანთ ოჯახებს არჩენენ. ხელისუფლების უაზრო რეგულაციებით და დრაკონული ჯარიმების გამო არიან დახურულები და უმძიმეს მდგომარეობაში. ხელისუფლებას შეეძლო გაფრთხილების ფორმა გამოეყენებინა, მაგრამ მათ ჯარიმები დაწერეს,"-განაცხადა ოთარ კახიძემ.

შეგახსენებთ, სავაჭრო ცენტრი "გრანდ მოლი" გუშინ, შრომის უსაფრთხოების ინსპექციამ 10000 ლარით დააჯარიმა. როგორც გრანდ მოლის თანამშრომლები განმარტავენ, სავაჭრო ცენტრი პანდემიის გავრცელების პრევენციის მიზნით არსებული აპარატურისა და ხსნარების არქონის გამო დაჯარიმდა.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
13:04 / 27.10.2020
საარჩევნო ბიულეტენების ბეჭდვის პროცესი
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
16:20 / 23.10.2020
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
საზოგადოებამ
14:16 / 23.10.2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.

13:36 / 23.10.2020
"სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 9 - 18 °C
img
ქუთაისი 17 - 27 °C
img
ბათუმი 18 - 28 °C
img
სოხუმი 18 - 28 °C
img
ფოთი 18 - 26 °C
img
თელავი 10 - 19 °C
img
მესტია 6 - 15 °C
img
ზუგდიდი 18 - 29 °C
img
ბორჯომი 8 - 22 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
პოლიტიკის სიახლეები
 წყალტუბოს რეაბილიტაციის პროექტი მომავალი წლიდან დაიწყება
16:20 / 23.10.2020
წყალტუბოს გენგეგმის კონცეფციები კონკურსში მონაწილე
ISFED-ის ანგარიშში ზაზა ლომინაძის მესხიშვილის თეატრში გამოსვლა და ოთარ კახიძის ოფისზე თავდასხმა მოხვდა
14:16 / 23.10.2020

„სამართლიანი არჩევნებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოებამ" 2020 წლის საპარლამენტო არჩევნების მონიტორინგის V შუალედური ანგარიში გამოაქვეყნა.