ოქტომბრის თვის ბოლოდან პარიზისა და მიუნხენის

ავიარეისების რაოდენობა გაიზრდება. ამის შესახებ პრემიერმა, გიორგი გახარიამ განაცხადა. მისი თქმით, ნოემბრის თვიდან კი პირდაპირი რეისები დაემატება ქუთაისიდან ევროპის მიმართულებით. 

“ამას ჩვენ ვაკეთებთ იმიტომ, რომ მივცეთ ჩვენს მოქალაქეებს შესაძლებლობა, ეკონომიკური აქტივობით უფრო მარტივად მოხდეს მათი დასაქმება,”-განაცხადა გიორგი გახარიამ.

გახარიას განმარტებით, სამშობლოში დაბრუნებულ საქართველოს მოქალაქეს, რომელსაც ექნება პისიარ ტესტი, კარანტინში აღარ გადაიყვანენ და 12 დღის განმავლობაში ის თვითიზოლაციაში გადავა. ხოლო მათ,ვისაც არ ექნებათ ტესტი ჩატარებული, საკარანტინე სივრცეში გადაიყვანენ.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *