გოგი წულაია მფლობელებს ქართული პროდუქციის რეალიზებისკენ მოუწოდებს.

 

მისი თქმით, სუპერმარკეტები, ნაცვლად იმისა, რომ ქართულ პროდუქციას ხელს უწყობდნენ, ხელისშემშლელ პირობებს უქმნიან, რის გამოც ათასობით ოჯახი შემოსავლის გარეშე რჩება.

 

,,ნებისმიერ სუპერმარკეტში უმეტესად უცხოური პროდუქციაა წარმოდგენილი. ქართული პროდუქტი კი ძალიან მცირეა და ისიც ნაკლებად თვალსაჩინო ადგილზეა წარმოდგენილი. ამის მიზეზი ის შეღავათებია, რასაც უცხოური კომპანიები მარკეტებს აძლევენ. საზღვარგარეთიდან შემოტანილ საქონელზე ბრენდულ მაღაზიებს შეუძლიათ თანხა თვეობით არ გადაიხადონ, რასაც ქართული პროდუქციის შესყიდვის პირობებში ვერ ახერხებენ. მაინცდამაინც მილიონი უნდა დარჩეთ? იკმარონ შედარებით ცოტა და ქართული პროდუქტი იყიდონ და გაყიდონ,’’-ამბობს გოგი წულაია.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *