რიონის ხეობის მოსახლეობა აქციას მართავს და იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვს
"დავიცვათ და გადავარჩინოთ ჩვენი სიცოცხლე"-რიონის ხეობის მოსახლეობა იმერეთის სამხარეო ადმინისტრაციასთან შეიკრიბა. აქციის მონაწილეები იმერეთის გუბერნატორთან შეხვედრას ითხოვენ. ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობას აპტოტესტებენ და ამბობენ, რომ პასუხისმგებელი პირებისგან ინფორმაციის მიღებას ელოდებიან. მათივე თქმით, ჰესი არ უნდა აშენდეს, რადგან რიონის ხეობა დაიტბორება და საფრხე შეექმნება ქუთაისსაც.

"ჩვენ დიდი ხანია ეკონომიკის მინისტრთან, პრემიერთან და სხვა პირებთან შეხვედრას ვითხოვთ. არც-ერთმა არ იკადრა ჩამოსვლა. მოვედით სამხარეო ადმინისტრაციასთან, შეგხვდეს გუბერნატორი ან წარმომადგენელი და მოისმინოს ჩვენი მოთხოვნები. გაგვაგებინოს წყდება თუ გრძელდება მშენებლობა,"-განაცხადა რიონის ხეობის მცხოვრებმა, ერმილე ნემსაძემ.

რიონის ხეობის მოსახლეობა ამბობს, რომ ადგილზე სამუშაოები რამდენჯერმე ხალხის რეაქციის სანახავად შეჩერდა, თუმცა, კომპანია სამუშაოებს ეტაპობრივად ანახლებს.
| Print |