საზოგადოებაში ღრმად გამჯდარი სტერეოტიპები ქალური და კაცური პროფესიების შესახებ, არაერთი საჯარო განხილვის მიუხედავად, მაინც მუსირებს.
,,ახლობლები მირჩევდნენ, რომ სხვა პროფესია ამერჩია.
მქონდა მომენტები, როცა პროფესიის შეცვლაზე ვფიქრობდი, რადგან
მეშინოდა, რომ საზოგადოებაში არსებული სტერეოტიპების გამო სამსახურში
არავინ ამიყვანდა და უმუშევარი დავრჩებოდი. საბედნიეროდ, იყვნენ
ადამიანები, რომლებიც მოტივაციას მაძლევდნენ. დედას მუდამ სჯეროდა
ჩემი. ასევე მყავდნენ ლექტორები, რომლებიც დიდ სტიმულს მაძლევდნენ.
სწორედ მათი დამსახურებაა, რომ ამ პროფესიაში ვარ,’’-ამბობს
ანა იდაძე.
მიუხედავად იმისა, რომ სტერეოტიპები დაამსხვრია და სასურველი
პროფესიით დასაქმდა, გული იმაზე, წყდება რომ გოგონები პროგრამისტობას
ნაკლებად ირჩევენ, რის მიზეზადაც ისევ საზოგადოების შეხედულებებს
ასახელებს.
,,როცა უნივერსიტეტში ვსწავლობდი, ძალიან ცოტა კურსელი
გოგო მყავდა. მათგან უმეტესობამ პროფესია შეიცვალა. რთულია, როცა
გეუბნებიან, რომ საქმე, რომელიც გიყვარს, ქალისთვის არ არის.
სინამდვილეში პირველი პროგრამისტი ქალი იყო, ამიტომ პროგრამირება
ზუსტად ქალის საქმეა,’’-ამბობს ახალგაზრდა
პროგრამისტი.
სწორედ იმიტომ, რომ პროგრამირებაში პირველი ნაბიჯები ქალმა
გადადგა, მიაჩნია, რომ ამ მიმართულებით გოგონებს დიდი მომავალი აქვთ,
მთავარია საკუთარი თავის ირწმუნონ და საზოგადოება მათ არჩევანზე
გავლენას ვერ მოახდენს.
,,მინდა გოგონებისთვის სტიმული ვიყო. პროფესიას სქესი არ
აქვს, მთავრია გიყვარდეს საქმე, რასაც აკეთებ და იშრომო ძალიან
ბევრი,’’-აღნიშნავს ანა.
ის თავის მოწოდებას პროგრამისტობაში ხედავს და ამბობს, რომ მიღწეულზე შეჩერებას არ აპირებს.
ქუთაისის მერია სატრანსპორტო კომპანიის ხარჯს 400 ათასით ლარით დაასუბსიდირებს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავებას უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,
15 თებერვლიდან საქართველოში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება,
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები ნიკა მელიას დაკავებას უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,
,,ერთიანი ნაციონალური მოძრაობის’’ თავმჯდომარის, ნიკა მელიას დაკავებას ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები უკანონოს უწოდებენ და ამბობენ,
მასალის გამოყენების პირობები