საახალწლოდ ქუთაისის აეროპორტიდან დორტმუნდის მიმართულებით ფრენა განახლდება
ქუთაისის აეროპორტში ფრენები განახლდება. ავიარეისები გერმანიის მიმართულებით მხოლოდ საახალწლო პერიოდში შესრულდება. პირველი ავიარეისი ქუთაისიდან დორტმუნდის მიმართულებით 18 დეკემბერს განხორციელდება. ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, დანარჩენი რეისები 25 დეკემბერსა და 8 იანვარს შესრულდება.

ბილეთების შეძენა "ვიზეარის" ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

პანდემიის გამო ვიზეარმა რეგულარული ავიარეისების შესრულება მარტის თვითან შეწვიტა. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა მიმოსვლის განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს.

| Print |