პანდემიის პერიოდში “ვიზეარმა” ქუთაისის აეროპორტში დორტმუნდიდან პირველი ავიარეისი შეასრულა
პანდემიის პერიოდში "ვიზეარმა" ქუთაისის აეროპორტში დორტმუნდიდან და პირიქით პირველი ავიარეისი შეასრულა.

მგზავრებს სიმბოლური საჩუქრები დაურიგდათ.

ავიარეისები გერმანიის მიმართულებით მხოლოდ საახალწლო პერიოდში შესრულდება.

ქუთაისის აეროპორტის ინფორმაციით, დანარჩენი რეისები 25 დეკემბერსა და 8 იანვარს განხორციელდება.

ბილეთების შეძენა "ვიზეარის" ოფიციალურ გვერდზე იქნება შესაძლებელი.

პანდემიის გამო ვიზეარმა რეგულარული ავიარეისების შესრულება მარტის თვიდან შეწვიტა. კომპანიის ოფიციალური წარმომადგენლობა მიმოსვლის განახლებას 2021 წლის მარტიდან გეგმავს.


| Print |