ქუთაისში სავაჭრო ცენტრები და მაღაზიები 1 თებერვალს გაიხსნა,
მაგრამ მომხმარებელთა შემცირებული რაოდენობისა და გაზრდილი გადასახადების ფონზე, ბიზნესი მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდა. სავაჭრო ცენტრებსა და ქსელურ მაღაზიებს, რომლებიც ონლაინ რეჟიმში მუშაობდნენ, ნაკლები ელექტროენერგიის მოხმარების მიუხედავად, შეუსაბამო და დიდი გადასახადის გადახდა მოუწევთ. გამომდინარე იქედან, რომ სემეკის გადაწყვეტილებით 2021 წელს ელექტროენერგიის გადასახადი გაიზარდა, სავაჭრო ცენტრ ,,გრანდ მოლის’’ იანვრის თვის ელექტროენერგიის დანახარჯი 7724 ლარს შეადგენს. ეს მაშინ, როცა გასულ თვეში შენობა თითქმის გაჩერებული იყო და მხოლოდ ონლაინ გაყიდვებზე მუშაობდა. სავაჭრო ცენტრის დირექტორი, ნატო დანელია რადიო ,,ძველ ქალაქთან’’ საუბარში ამბობს, რომ მომხმარებელთა რაოდენობა მნიშვნელოვნად შემცირდა, ამიტომ ასეთ პირობებში ამ გადასახადის გადახდა შეუძლებელია.
,,გადავხედავთ ხელშეკრულებებს მოიჯარეებთან და თუ სურვილი
ექნებათ, ხელშეკრულებას გააგრელებენ.საიჯარო ფართის გადასახადი არ
გაუძვირდებათ, მაგრამ ელექტრო ტარიფი უნდა დაფარონ,’’-ამბობს
ლევან ჩუბინიძე.
ელექტროენერგიის გაზრდილი გადასახადი შეეხო
,,ქარვასლასაც’’.
,,მოგვიხდა ბევრად მეტის გადახდა, რაც ბუნებრივია, მძიმედ
აისახება ჩვენს მუშაობაზე. მომხმარებელთა რადენობამ
მნიშვნელოვნად იკლო, თუმცა ეს ბუნებრივია, რადგან თებერვლის თვეში
წინა წლებშიც ცოტა მომხმარებელი გვყავდა. ამას ისიც ემატება, რომ
ტრანსპორტი არ მოძრაობს და ხალხი ჩვენამდე ვერ მოდის. იმედი გვაქვს,
ამ მდგომარეობას გავუძლებთ,’’-აღნიშნა ,,ქარვასლის’’
დირექტორმა, ზურა სალდაძემ.
იანვარში ონლაინ რეჟიმში მუშაობდა მაღაზია ,,ბებეს’’ ქუთაისის
ფილიალიც, თუმცა ელექტროენერგიის დანახარჯმა 153 ლარი მაინც
შეადგინა.
,,მომხმარებელთა ნაკადმა იკლო, დღის მეორე ნახევარში უფრო
შემოდის ხალხი ხალხი, ან მაშინ, როცა ფასდაკლება გვაქვს. შუქის
გადასახადს საკმაოდ ვიხდით, რადგან გათბობა გაზზე არ
გვაქვს,’’-ამბობს მაღაზია ,,ბებეს’’ ქუთაისის ფილიალის
მენეჯერი, შორენა ამირანაშვილი.
გამომდინარე იქედან, რომ მაღაზიებში მომხმარებელთა რაოდენობა
დაბალია და გადასახადები დიდი, სავარაუდოდ, მალე დაიხურება ქალაქის
ცენტრში მდებარე ერთ-ერთი ტანსაცმლის მაღაზია.
,,ამოყიდვაზე ვართ, ფასები დაბალია. ამოვყიდით და ალბათ
აღარ ვიმუშავებთ,’’- ამბობს ერთ-ერთ ჩინურ მაღაზიაში
დასაქმებული, მარი გიორგაძე.
არსებული მდგომარეობა შეაფასა ,,ევროპული საქართველოს’’ გუნდის
წევრმა, ამირან ძოწენიძემ. მისი თქმით, ქვეყნის ეკონომიკა ჩამოშლის
პირზეა, ბიზნესი გადასახადებს ვერ ფარავს, რის გამოც შემცირდება
სამუშაო ადგილები და გაიზრდება საქონლის ფასი. ენერგოტარიფის ზრდაში
ის ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, ,,ქართული ოცნების’’
მავნებლური პოლიტიკის შედეგად მივიღეთ ენერგორესურსების დეფიციტი და
გაუფასურებული ლარი, რამაც ენერგო გადასახადის ზრდა
გამოიწვია.
,,მივმართავ ქართული ოცნების მხარდამჭერებს: გაისხენონ რა
დაპირებით მოვიდა პარტია ხელისუფლებაში. გვპირდებოდნენ, რომ
ელექტროენერგიის საფასურს გაანახევრედნენ და ახლა გადასახადები
თითქმის გაორმაგდა. გვპირდებოდნენ, რომ შუქი ს ტარიფი 5 თეთრზე
მეტი ღირებულების არ იქნებოდა. რატომ დაივიწყეს
დაპირება?,’’-სვამს კითხვას ამირან ძოწენიძე.
გამომდინარე იქედან, რომ სახელმიფოს მხრიდან სუბსიდირების პროგრამა 200 კილოვატზე მეტ ენერგიაზე არ ვრცელდება, ბუნებრივია, დაფინასება ბიზნესს არ შეეხება. ამ ყველაფრის ფონზე ჩვენმა რესპოდენტებმა არ იციან, იქნება თუ არა მათი მუშაობა შემოსავლის მომტანი.
ქუთაისის მერია სატრანსპორტო კომპანიის ხარჯს 400 ათასით ლარით დაასუბსიდირებს.
15 თებერვლიდან კაფე-ბარებსა და რესტორნებს ღია სივრცეში მუშაობის უფლება მიეცემათ,
ოცნებები ყველას გვაქვს. კარგად დაგეგმვისას ოცნება ნელ-ნელა მიზნად იქცევა,
15 თებერვლიდან საქართველოში სასწავლო პროცესი ჩვეულ რეჟიმში განახლდება,
1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.
მასალის გამოყენების პირობები