"აქცენტი მთლიანად თბილისზეა გადატანილი, ქუთაისის აეროპორტი გაჩერებულია"
1-ლი თებერვლიდან რეგულარულ ავიარეისებზე შეზღუდვა მოიხსნა, თუმცა, ფრენები მხოლოდ თბილისის აეროპორტში განახლდა. საქართველოს აეროპორტების გაერთიანების მიერ გამოქვეყნებულ განრიგებში ქუთაისი არ იძებნება. ახალგაზრდა გიდების ასოციაციის ხელმძღვანელი, ლაშა ბერეკაშვილი მიიჩნევს, რომ აღნიშნული მიზანმიმართულად ხორციელდება. ბერეკაშვილი ამბობს, რომ მხოლოდ თბილისის აეროპორტის დატვირთვით, ქუთაისში შესაძლოა მაქსიმუმ 20-მდე სასტუმრომ იმუშავოს, ხოლო ქუთაისის აეროპორტში ფრენების აღდგენა ქალაქში 3 000-მდე განთავსების ობიექტს აამუშავებს.

"ჩემი აზრით, ეს ყველაფერი მიზანმიმართულად ხდება. როცა გასულ წელს პანდემიის პირობებში ფრენები აღდგა, მაშინაც თბილისის აეროპორტი დატვირთეს. ქუთაისის აეროპორტზე საუბარიც კი არ ყოფილა. აქცენტი მთლიანად თბილისზეა გადატანილი, ქუთაისის აეროპორტი გაჩერებულია. თუ უმოკლეს ვადებში ქუთაისიდან ფრენები არ აღდგა და არ იქნა პოზიტიური გზავნილები ხელისუფლების მხრიდან, სექტორი კიდევ უფრო მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდება. სამწუხაროა, რომ ქუთაისის აეროპორტის არ აღმოჩნდა ძლიერი ლობი,"-განაცხადა ლაშა ბერეკაშვილმა.

ბერეკაშვილი ამბობს, რომ ქალაქში ვერც შიდა ტურიზმმა იმუშავა. იმერეთი და ქუთაისი ტურისტული მარშრუტიდან ამოვარდნილი იყო. კამპანია გვიან დაიგეგმა.

"არ იმუშავა იმერეთის ტურიზმის ცენტრმა. არასწორი მენეჯმენტის ბრალია. არ გეგმავენ რაიმე ხელშესახებ ღონისძიებებს. მხოლოდ სტიკერების გაკვრა აეროპორტის სატრანსპორტო საშუალებებზე საკმარისი არ არის, ეს არის ჩვეულებრივი რუტინა,"-ამბობს ბერეკაშვილი.

მთავრობამ რეგულარული საჰაერო მიმოსვლა 2020 წლის გაზაფხულზე შეაჩერა. ქვეყანაში შეზღუდვები გარკვეული პერიოდებით ხანგრძლივდებოდა.

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში
სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.
18:27 / 26.02.2021

1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის
იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს
ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
12:45 / 26.02.2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის
16:51 / 25.02.2021
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 3 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 16 °C
img
ბათუმი 5 - 13 °C
img
სოხუმი 4 - 11 °C
img
ფოთი 6 - 11 °C
img
თელავი 3 - 11 °C
img
მესტია -7 - 1 °C
img
ზუგდიდი 4 - 12 °C
img
ბორჯომი -1 - 7 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდება
18:27 / 26.02.2021

1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა
12:45 / 26.02.2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
თბილისში ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის შტატი დაემატა
16:51 / 25.02.2021
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის