ხელფასის განახევრების გამო ტ​ყიბულში მეშახტეები შახტიდან ამოსვლაზე უარს ამბობენ
ტყიბულში მუშები პროტესტის ნიშნად შახტში ჩავიდნენ და ამოსვლაზე უარს ამბობენ. პროფკავშირების გაერთიანების თავმჯდომარის მოადგილის, თამაზ დოლაბერიძის ინფორმაციით, პროტესტის ამ ფორმას 9 დასაქმებულმა მიმართა. მისი თქმით, მეშახტეების პროტესტი იანვრის თვეში ხელფასების განახევრებამ გამოიწვია. დოლაბერიძე ამბობს, რომ იანვრის თვეში შედარებით მცირე რაოდენობის ნახშირის მოპოვება მოხდა, რადგან ხანძარსაშიშროება იყო და მეშახტეები მთელი თვის განმავლობაში სარემონტო სამუშაოებს ასრულებდნენ.

"პროფკავშირები ვიზიარებთ იმას, რომ კომპანიის მიდგომა არ იყო სამართლიანი, რადგან ჯერ უნდა დაადგინო, რის გამო არ შესრულდა გეგმა. თუ დასაქმებულთა ბრალი არ გამოიკვეთება, მათ არ უნდა იზარალონ. ისინი სრული ხელფასის აღებას ითხოვენ, რადგან მათ მთელი თვის განმავლობაში იმუშავეს. ეს იყო მენეჯმენტის მხრიდან არასწორად დაგეგმილი საქმე,"-ამბობს დოლაბერიძე.

თამაზ დოლაბერიძე აცხადებს, რომ კომპანიის მხრიდან ადეკვატურ ნაბიჯებს ელოდებიან, თუმცა, მისთვის ცნობილია, რომ იმ მეშახტეების, რომელთაც პროტესტი გამოხატეს, შინაგანაწესის დარღვევის გამო სამსახურიდან გაშვებას აპირებენ.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.
18:44 / 27.02.2021

ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.

ქუთაისში მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობის სამუშაოები
14:47 / 26.02.2021
ქუთაისში მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობის სამუშაოები
რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
11:52 / 26.02.2021
რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 3 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 16 °C
img
ბათუმი 5 - 13 °C
img
სოხუმი 4 - 11 °C
img
ფოთი 6 - 11 °C
img
თელავი 3 - 11 °C
img
მესტია -7 - 1 °C
img
ზუგდიდი 4 - 12 °C
img
ბორჯომი -1 - 7 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდება
18:27 / 26.02.2021

1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა
12:45 / 26.02.2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
თბილისში ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის შტატი დაემატა
16:51 / 25.02.2021
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის