ტყიბულელი მეშახტეების პროტესტი დასრულდა
11 თებერვალს, გვიან ღამით ტყიბულში მეშახტეების პროტესტი დასრულდა. მეშახტეები შახტიდან ამოვიდნენ. ჯერ შეთანხმება არ მიღწეულა. მათი თქმით, მოლაპარაკებები მაგიდასთან გაგრძელდება. მოთხოვნები უცვლელი რჩება. 

"ყველაფერი დასრულდა მშვიდობიანად. ამოვიდნენ ყველანი და შეუდგებიან თავიანთ საქმიანობას, მაგრამ მათი ჩართულობით შეიქმნება კომისია და გავივლით იმ თემებს, რაზეც მათ აქვთ პრეტენზია ადმინისტრაციასთან. ადმინისტრაციასაც აქვს პრეტენზიები და მოხდება შეჯერება. დარწმუნებული ვარ, ყველაფერი მოგვარდება,"-განაცხადა ზესტაფონის, ბაღდათის, თერჯოლისა და ტყიბულის მაჟორიტარმა დეპუტატმა, ბეჟან წაქაძემ, რომელიც შახტში გაფიცულ მუშებთან ჩავიდა.

"სიტყვიერი შეთანხმება დადგა. უკიდურეს ფორმას მივმართეთ. გვაქვს ნამუშევარი და გვეკუთვნის ანაზღაურება. მოთხოვნებს არ ვცვლით,"-ამბობს მეშახტე შვანგი ქათამაძე.

მეშახტეები იანვრის თვის ანაზღაურებას აპროტესტებენ და ითხოვენ, რომ ხელფასი სრულად დაირიცხოს. 

ფოტო: ინტერნეტ სივრცე
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების
წარმომადგენლებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.
18:44 / 27.02.2021

ქუთაისში ჟურნალისტებმა და სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლებმა ვახო სანაიას მხარდამჭერი აქცია გამართეს.

ქუთაისში მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობის სამუშაოები
14:47 / 26.02.2021
ქუთაისში მზეჭაბუკის ძეგლის მოწყობის სამუშაოები
რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
11:52 / 26.02.2021
რიონის ხეობაში ნამოხვანჰესის მშენებლობის წინააღმდეგ
Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 3 - 12 °C
img
ქუთაისი 5 - 16 °C
img
ბათუმი 5 - 13 °C
img
სოხუმი 4 - 11 °C
img
ფოთი 6 - 11 °C
img
თელავი 3 - 11 °C
img
მესტია -7 - 1 °C
img
ზუგდიდი 4 - 12 °C
img
ბორჯომი -1 - 7 °C
img
პოლიტიკის სიახლეები
წერეთლის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში განახლდება
18:27 / 26.02.2021

1-ლი მარტიდან ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში სასწავლო პროცესი ჰიბრიდულ რეჟიმში წარიმართება.

იანვარში საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა
12:45 / 26.02.2021
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის ინფორმაციით, 2021 წლის იანვარში, წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით, საქართველოს ეკონომიკა 11,5%-ით შემცირდა.
თბილისში ნიკა მელიას მხარდამჭერ აქციას ქუთაისიდან უერთდებიან
11:26 / 26.02.2021
დღეს, თბილისში დაგეგმილ ნიკა მელიას მხარდამჭერ
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის შტატი დაემატა
16:51 / 25.02.2021
ქუთაისის მერიის სოციალურ სამსახურს სოციალური მუშაკის