„საქსტატის“ მონაცემებით, ერთი წლის განმავლობაში საქართველოში სურსათის, სამედიცინო პროდუქციის და აუცილებელი ნივთების ფასები გაძვირდა

„საქსტატის“ მონაცემებით, თებერვალში წლიური ინფლაციის დონემ 3.6 პროცენტი შეადგინა.


 

წლიური ინფლაციის ფორმირებაზე ძირითადი გავლენა იქონია ფასების ცვლილებამ შემდეგ ჯგუფებზე: სურსათის და უალკოჰოლო სასმელების ჯგუფში ფასები გაიზარდა 6.2 პროცენტით. ფასები მომატებულია შემდეგ ქვეჯგუფებზე: ზეთი და ცხიმი (34.3 პროცენტი), შაქარი, ჯემი და სხვა ტკბილეული (14.1 პროცენტი), ყავა, ჩაი და კაკაო (12.4 პროცენტი), თევზეული (10.6 პროცენტი), პური და პურპროდუქტები (8.7 პროცენტი), რძე, ყველი და კვერცხი (6.4 პროცენტი), მინერალური და წყაროს წყალი, უალკოჰოლო სასმელები და ნატურალური წვენები (6.3 პროცენტი). ამასთან, ფასები შემცირებულია ხილსა და ყურძენზე (-4.1 პროცენტი) და ბოსტნეულსა და ბაღჩეულზე (-4.8 პროცენტი).

ჯანმრთელობის დაცვის ჯგუფში ფასები მომატებულია 9.8 პროცენტით. ფასები გაიზარდა სამედიცინო პროდუქციის, აპარატურისა და მოწყობილობის (14.2 პროცენტი) და ამბულატორიული სამედიცინო მომსახურების (11.5 პროცენტი) ქვეჯგუფებზე.

ავეჯის, საოჯახო ნივთების, სახლის მოვლის ჯგუფში დაფიქსირდა ფასების 12.3 პროცენტიანი მატება. ფასები გაიზარდა ქვეჯგუფებზე: საოჯახო საფეიქრო ნაწარმი (17.8 პროცენტი), მინის ჭურჭელი, მაგიდის და საოჯახო ჭურჭელი (14.9 პროცენტი), გამათბობელი და საჭმლის მოსამზადებელი მოწყობილობა, მაცივრები, საყინულეები, სარეცხი მანქანები და სხვა საყოფაცხოვრებო საგნები, დაყენებისა და რემონტის ჩათვლით (12.9 პროცენტი), ყოველდღიური საყოფაცხოვრებო საჭიროების საქონელი და მომსახურება (11.8 პროცენტი), ინსტრუმენტები, მოწყობილობა და ტექნიკა სახლისა და ბაღისთვის (9.8 პროცენტი), ავეჯი, საოჯახო ნივთები, ხალიჩები და სხვა იატაკის საფარი (9.1 პროცენტი).

 

FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში

„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ
იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
17:20 / 01.12.2021

„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ
იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.
17:20 / 01.12.2021

„მწვანე პასპორტის“ კონცეფციის პრაქტიკაში განხორციელების შესახებ იმსჯელეს იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციაში.

2022 წლის
პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად
დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით
ისარგებლებენ.
14:35 / 01.12.2021

2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ.


2022 წლის
პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად
დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები
მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით
ისარგებლებენ.
14:35 / 01.12.2021

2022 წლის პირველი იანვრიდან, საქართველოს მასშტაბით პენსიონერები და სოციალურად დაუცველი ოჯახების ერთიან მონაცემთა ბაზაში რეგისტრირებული პირები მოხმარებული ელექტროენერგიის საფასურის გადახდის სპეციალური ვადებით ისარგებლებენ.


ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის
მიერ გაცხადებული 200 000-მდე შრომისუნარიანი სოციალურად
11:50 / 25.11.2021

ლევან დავითაშვილის განცხადებით, პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილის მიერ გაცხადებული 200 000-მდე შრომისუნარიანი სოციალურად
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 0 - 9 °C
img
ქუთაისი 2 - 9 °C
img
ბათუმი 6 - 12 °C
img
სოხუმი 4 - 10 °C
img
ფოთი 7 - 11 °C
img
თელავი -1 - 8 °C
img
მესტია -8 - 0 °C
img
ზუგდიდი 1 - 9 °C
img
ბორჯომი -3 - 4 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
სააკაშვილი: მაქვს ოცნება, პატარა კრედიტი გამოვიტანო და 40 ნომრიანი სასტუმრო გავაკეთო
15:47 / 02.12.2021


მიხეილ სააკაშვილმა, თბილისის საქლაქო სასამართლოში "პიჯაკების საქმეზე" გამართულ პროცესზე განაცხადა, რომ მისი ოცნებაა ყვარელში

სააკაშვილი:  ჩემი ქვეყნის წარმოჩენა მინდოდა უმაღლეს დონეზე ყველგან სადაც მივდიოდი
15:35 / 02.12.2021


საბიუჯეტო თანხის გაფლანგვის საქმეზე მიხეილ სააკაშვილის სასამართლო სხდომა დასრულდა.

მიხეილ სააკაშვილი "პიჯაკების საქმეზე" სასამართლო პროცესს დაესწრება
10:20 / 02.12.2021


დღეს, თბილისის საქალაქო სასამართლოში ე.წ. პიჯაკების საქმეზე სასამრთლო პროცესი გაიმრთება.

იოსებ ხახალეიშვილი: ქუთაისის კულტურის სტრატეგია უმნიშვნელოვანეს როლს შეასრულებს ქალაქის განვითარების პროცესში
23:19 / 01.12.2021
პროექტ EU4Culture საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის მხარდაჭერით, შერჩეული ქალაქების- ქუთაისის, ზუგდიდისა და ფოთის დაჯილდოების ცერემონია გაიმართა.