რიონის ხეობის “მცველებსა” და მინისტრებს შორის შეხვედრა

multicat=36 ხვალ, 12 მარტს გაიმართება. როგორც ადგილობრივები აცხადებენ, ეკონომიკის მინისტრსა და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრებთან შეხვედრა 15:00 საათზე ჩატარდება. ამ დროისთვის მსჯელობა მიმდინარეობს და შეხვედრის ადგილს სამინისტროები გადაწყვეტენ, რისთვისაც ქუთაისი ან წყალტუბო მოიაზრება.

რიონის ხეობის ერთ-ერთი “მცველის” მარიტა მუსელიანის თქმით, შეხვედრაზე საუბარი ხელშეკრულებასა და მიწის გადაცემის დოკუმენტს შეეხება. მისივე განმარტებით, ამჯერად შეხვედრა ორივე მხარის მხრიდან მოწვეულ სპეციალისტებთან ერთად ჩატარდება. თავად შეხვედრა კი საჯარო იქნება.

“წინასწარი განცხადებებით, რაიმე განსაკუთრებული მოლოდინები არ გვაქვს. გვინდოდა, რომ საჯარო და ნათელი ყოფილიყო პოზიციები. ეს იქნება პირისპირ შეხვედრა. ჩვენი მხრიდან იქნებიან სამი იურისტი, ეკონომისტი და კიდევ ორი სპეციალისტი,”-ამბობს ადგილობრივი მარიტა მუსელიანი.

შეგახსენებთ, მოსახლეობასა და მინისტრებს შორის შეხვედრა 5 მარტს გაიმართა, თუმცა, მას რიონის ხეობის “მცველები” არ დასწრებიან. აღნიშნული შეხვედრა მოსახლეობის ნაწილმა პროტესტის ნიშნად დატოვა. მოგვიანებით მინისტრები რიონის ხეობაში ჩავიდნენ და კიდევ ერთი შეხვედრის თარიღზე მოილაპარაკეს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *