"Ველოდით, რომ იქნებოდა დისკუსია სპეციალისტების მონაწილეობით, მათი მოლოდინი იყო ალბათ უფრო პოლიტიკური"
"ჩვენ ავცდით ერთმანეთს მოლოდინებსა და ამოცანებში,"-Ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა "რეალურ სივრცეში" განაცხადა და განმარტა, რატომ დატოვეს მინისტრებმა რიონის ხეობის "მცველებთან" გამართული შეხვედრა 9 წუთში. თურნავას თქმით, მინისტრების მოლოდინი იყო სპეციალისტების დისკუსია, ხოლო ადგილობრივების უფრო პოლიტიკური.

"Თავიდანვე ჩავთვალეთ, რომ ის ამოცანა, რაც ჩვენ წინაშე დასვეს უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ ასეთი გამოცდილი გუნდის და სპეციალისტების მეშვეობით ყოფილიყო ადრესირებული და პასუხები გაცემული. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია შევასრულეთ, ჩვენ არა უბრალოდ მსჯელობა ჩავიტანეთ, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები. მინდა ვთქვა, რომ სამომავლოდ მიუხედავად იმისა, რაც გუშინ მოხდა, რაც ორივე მხარისთვის იყო არასასიამოვნო, მაგრამ ისევ ვამბობ, ხდება ხოლმე, რადგან მტკივნეული პროცესია, პროექტი მართლაც დიდია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ წინააღმდეგობრივია, რადგან ყველა დიდ ქვეყანაში ასეთ დიდ პროექტს ახლავს წინააღმდეგობები. ამიტომაც ერთმანეთს მივუტევოთ- აცდენა მოხდა ორივე მხრიდან მოლოდინებში. ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა დისკუსია სპეციალისტების მონაწილეობით, მათი მოლოდინი იყო ალბათ უფრო პოლიტიკური დისკუსიის გამართვის, რადგან მე პოლიტიკური თანამდებობის პირი გახლავართ, მაგრამ არც ესაა პრობლემა.

ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ შემდგომ დღეებში და ეს ალბათ ერთი და ორი დღის ამბავი არაა, რადგან პროექტი და პროცესი დიდია, შეხვედრებები კონკრეტულად იმ შემოთავაზებების ირგვლივ, რაც არის ჩვენი მხრიდან,"-განაცხადა ნათია თურნავამ.

Შეგახსენებთ, რიონის ხეობის მოსახლეობა მინისტრებზე ნაწყენია და ამბობენ, რომ მათ შეხვედრის დატოვებით ადგილობრივებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

Ამ წუთებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
საქართველოს მთავრობის ინიციატივით,
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული
აქტივისტების ახლობლები
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები