“ჩვენ ავცდით ერთმანეთს მოლოდინებსა

multicat=36 და ამოცანებში,”-Ამის შესახებ ეკონომიკის მინისტრმა ნათია თურნავამ გადაცემა “რეალურ სივრცეში” განაცხადა და განმარტა, რატომ დატოვეს მინისტრებმა რიონის ხეობის “მცველებთან” გამართული შეხვედრა 9 წუთში. თურნავას თქმით, მინისტრების მოლოდინი იყო სპეციალისტების დისკუსია, ხოლო ადგილობრივების უფრო პოლიტიკური.

“Თავიდანვე ჩავთვალეთ, რომ ის ამოცანა, რაც ჩვენ წინაშე დასვეს უფრო უპრიანი იქნებოდა, რომ ასეთი გამოცდილი გუნდის და სპეციალისტების მეშვეობით ყოფილიყო ადრესირებული და პასუხები გაცემული. ჩვენ ძალიან მნიშვნელოვანი მისია შევასრულეთ, ჩვენ არა უბრალოდ მსჯელობა ჩავიტანეთ, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები. მინდა ვთქვა, რომ სამომავლოდ მიუხედავად იმისა, რაც გუშინ მოხდა, რაც ორივე მხარისთვის იყო არასასიამოვნო, მაგრამ ისევ ვამბობ, ხდება ხოლმე, რადგან მტკივნეული პროცესია, პროექტი მართლაც დიდია, ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ წინააღმდეგობრივია, რადგან ყველა დიდ ქვეყანაში ასეთ დიდ პროექტს ახლავს წინააღმდეგობები. ამიტომაც ერთმანეთს მივუტევოთ- აცდენა მოხდა ორივე მხრიდან მოლოდინებში. ჩვენ ველოდით, რომ იქნებოდა დისკუსია სპეციალისტების მონაწილეობით, მათი მოლოდინი იყო ალბათ უფრო პოლიტიკური დისკუსიის გამართვის, რადგან მე პოლიტიკური თანამდებობის პირი გახლავართ, მაგრამ არც ესაა პრობლემა.

ჩვენ მზად ვართ, რომ გავაგრძელოთ შემდგომ დღეებში და ეს ალბათ ერთი და ორი დღის ამბავი არაა, რადგან პროექტი და პროცესი დიდია, შეხვედრებები კონკრეტულად იმ შემოთავაზებების ირგვლივ, რაც არის ჩვენი მხრიდან,”-განაცხადა ნათია თურნავამ.

Შეგახსენებთ, რიონის ხეობის მოსახლეობა მინისტრებზე ნაწყენია და ამბობენ, რომ მათ შეხვედრის დატოვებით ადგილობრივებს შეურაცხყოფა მიაყენეს.

Ამ წუთებში ქუთაისის ცენტრალურ მოედანზე მასშტაბური საპროტესტო აქცია მიმდინარეობს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *