რიონის ხეობის “მცველები” გავრცელებულ

multicat=36 ინფორმაციას, რომ 31 მარტს მათ მიერ თბილისში აქცია დაიგეგმა, სიცრუეს უწოდებენ. მათი თქმით, სხვა პირების მიერ დაანონსებულ აქციას ისეთი ლოზუნგები უძღვის, რაც საფრთხისშემცველი შინაარსისაა, რასაც ხეობის “მცველების” მოთხოვნებთან კავშირი არ აქვს. ადგილობრივები დაანონსებულ აქციას ემიჯნებიან.

“ორივე ხალხმრავალი აქცია ჩავატარებთ ქუთაისში და თან დავაანონსეთ, რომ თბილისში ჩავატარებდით შემდეგ აქციას, აქედან გამომდინარე, ადამიანები მარტივად შეიძლება შევიდნენ შეცდომაში. მინდა ყველამ იცოდეს, რომ ჩვენ აქციის კონკრეტული თარიღი ჯერ-ჯერობით არ დაგვისახელებია. ველოდებით კონკრეტულ ნაბიჯებს ხელისუფლების მხრიდან, რომ შესრულდეს ჩვენი მოთხოვნები და ვუყურებთ პროცესებს. ჩვენი ძირითადი პროტესტის ადგილი ნამოხვანია,”-ამბობს რიონის ხეობის “მცველი” ვარლამ გოლეთიანი.

რიონის ხეობის მოსახლეობა 143-ე ღამეს კარვებში ათევს. ისინი ნამოხვანჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგებიან.

ფოტო: “რიონის ხეობის გადარჩენისთვის”

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *