ნამოხვანჰესის პროექტის ახალი

multicat=36 Დირექტორი მერაბ ლომინაძე რიონის ხეობის “მცველებს” ხვდება. Ლომინაძე ხეობაში ჩავიდა, სადაც ადგილობრივებს საპროტესტო კარავი აქვთ გაშლილი. Ლომინაძე ამბობს, რომ ის ტერიტორიის დასათვალიერებლად და ადგილობრივებთან სასაუბროდ მივიდა. მისი თქმით, კომპანია წინამოსამზადებელ სამუშაოებს გაააგრძელებს, თუმცა, არ აშენდება კაშხალი, რაზეც ადგილობრივები პროტესტს გამოთქვამენ და ამბობენ, რომ გარემოს აღნიშნული ტიპის მშენებლობაც აპროტესტებს.

რიონის ხეობის “მცველები” აცხადებენ, რომ რადგან ეკონომიკის მინისტრი პრობლემას ვერ აგვარებს და შეხვედრებიდან იპარება, მათთან შესახვᲔდრად არა კომპანიის წარმომადგენელი, არამედ თურნავას ზემდგომი უნდა მისულიყო.

“ჩამოსული იყვნენ ეკონომიკის მინისტრი და გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნობის მინისტრი, საკითხი სულ სხვა დონეზეა ასული და ამის შემდეგ მოსალაპარაკებლად მოდიხართ თქვენ. ამის შემდეგ მინიმუმ ირაკლი ღარიბაშვილი უნდა მოსულიყო”-ამბობს ადგილობრივი ვარლამ გოლეთიანი.

Ადგილზე მობილიზებული არიან სამართალდამცველთა ჯგუფები.

Რიონის ხეობის მოსახლეობა თვეებია ჰესის მშენებლობას ეწინააღმდეგება და კარვებში ღამეს ათევს.

კომენტარის დატოვება

თქვენი ელფოსტის მისამართი გამოქვეყნებული არ იყო. აუცილებელი ველები მონიშნულია *