რიონის ხეობაში სახალხო დამცველი ჩავიდა
რიონის ხეობაში სახალხო დამცველი ჩავიდა. ის საპროტესტო აქციების მონაწილეებს ხვდება. ნინო ლომჯარიას თქმით, გადაადგილების შეზღუდვა ხეობაში დაუსაბუთებელია, რადგან აქციის მონაწილეების მხრიდან ძალადობრივ ქმედებებთან დაკავშირებით რაიმე სახის მოწოდება არ ყოფილა. 

"სამწუხაროდ, ვერც ადგილზე მყოფი პოლიციელებისაგან ვერ მივიღე განმარტება. მივმართეთ შინაგან საქმეთა სამინისტროს და მიღებული გვაქვს ინფორმაცია და აქ გამოყენებული ღონისძიებების სამართლებრივ მხარეს აუცილებლად შევისწავლით,"-განაცხადა ნინო ლომჯარიამ და განმარტა, რომ პოლიციის მხრიდან გამოყენებული შეზღუდვა არაპროპორციულია.

ნინო ლომჯარიას ასევე ჰესის მშენებელმა კომპანია "ენკამ" მიმართა განცხადებით, რომ მათი თანამშრომლების უფლებები ირღვევა, რაზეც ლომჯარიამ თქვა, რომ სახალხო დამცველი ვალდებულია ყველა მიმართვა შეისწავლოს. მისი თქმით, შესაბამისი რეაგირება კომპანიის მხრიდან ოფიციალური განცხადების მიღების შემდეგ მოხდება.

შეგახსენებთ, რიონის ხეობაში უწყვეტი პროტესტი გრძელდება. პოლიციამ სოფელ გუმათთან ბლოკპოსტი შექმნა და აქტივისტებს არ ატარებს, რის გამოც სოფელში კიდევ ერთი კარავი გაიშალა.


FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 18 აპრილს
14:47 / 15.04.2021
ქუთაისის აეროპორტიდან ფრენები 18 აპრილს
საქართველოს ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი
13:03 / 15.04.2021
საქართველოს ბაზარზე ოპერირებას დაბალბიუჯეტიანი
ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ რკინის ბარიკადები
აღმართა,
12:25 / 14.04.2021

ნამოხვანისკენ მიმავალ გზაზე პოლიციამ რკინის ბარიკადები აღმართა,

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ვადა 2 წლამდე
შემცირდა.
19:17 / 12.04.2021

ქუთაისში, სოციალურ საცხოვრისში ცხოვრების ვადა 2 წლამდე შემცირდა.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 12 - 22 °C
img
ქუთაისი 11 - 19 °C
img
ბათუმი 12 - 15 °C
img
სოხუმი 11 - 15 °C
img
ფოთი 11 - 14 °C
img
თელავი 12 - 21 °C
img
მესტია 4 - 8 °C
img
ზუგდიდი 11 - 17 °C
img
ბორჯომი 9 - 21 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ელისი საოცრებათა ქვეყანაში - პრემიერა

3, 4 აპრილს ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელმწიფო დრამატულ თეატრში ლუის კეროლის ცნობილი ზღაპარის "ელისი საოცრებათა ქვეყანაში" პრემიერაა.

18:24 / 30.03.2021
ქუთაისში ახალგაზრდა გოგონას ავტომობილი დაეჯახა
ქუთაისში, ავტომშენებლის ქუჩაზე, ავტომობილი ქვეითს დაეჯახა.
16:02 / 07.04.2021
ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი

8-12 მაისს , ქუთაისში  ქუთაისის მოკლე მეტრაჟიანი ფილმების ფესტივალი გაიმართება.

17:30 / 24.03.2021
პოლიტიკის სიახლეები
ნამახვანჰესთან დაკავშირებით სპეციალური საბჭო შეიქმნა
20:13 / 16.04.2021

საქართველოს მთავრობის ინიციატივით,

გუმათში დაკავებული აქტივისტების ახლობლები სასამართლოზე დასწრების უფლებას ითხოვენ
18:13 / 16.04.2021

სოფელ გუმათში მომხდარი ინციდენტის შედეგად დაკავებული აქტივისტების ახლობლები