Ხელისუფლებამ ნამოხვანჰესის მშენებლობაზე გადაწყვეტილებები მიიღო
Ხელისუფლებამ ნამოხვანჰესის მშენებლობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილებები მიიღო. Რამდენიმედღიანი ვადის თხოვნის შემდეგ, საქართველოს მთავრობის ადმინისტრაცია განცხადებას ავრცელებს.

Გადაწყვეტილებების მიხედვით, კომპანია "ენკასთან" დადებული ხელშეკრულების შესწავლა დაევალა იუსტიციის სამინისტროს. ამასთანავე, იუსტიციის სამინისტრო იქირავებს საერთაშორისო იურიდიულ კომპანიას, რომელიც შეისწავლის კონტრაქტის პირობების საერთაშორისო პრაქტიკასთან შესაბამისობას.

საქართველოს მთავრობის მოწვევით, არასამთავრობო სექტორთან მედიაციის პროცესში ჩაერთვება ევროკავშირის ენერგეტიკული გაერთიანების სრულუფლებიანი წარმომადგენელი. საერთაშორისო ექსპერტი "ნამახვანჰესის" გარემოზე ზემოქმედების ეფექტის შესწავლის მიმართულებით იმუშავებს.

საქართველოს მთავრობა გააგრძელებს ხელშეკრულების პირობების დაზუსტებას კომპანია "ენკასთან". პროექტის სრულყოფის მიზნით, უახლოეს მომავალში, მთავრობა კომპანიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრებს გამართავს.

კაშხლის მშენებლობაზე გამოცხადდა მორატორიუმი 9-12 თვის ვადით, ვიდრე არ მოხდება გარემოსდაცვითი, გეოლოგიური და სეისმოლოგიური კვლევების რევიზია და ხელახალი დასაბუთება.

კომპანია ამ ეტაპზე გააგრძელებს მხოლოდ პროექტის პირველი ეტაპის მოსამზადებელ სამუშაოებს ინფრასტრუქტურის მიმართულებით, მოქმედი სამშენებლო ნებართვის ფარგლებში.

"საქართველოს მთავრობა საპროტესტო აქციის მონაწილეებს და ყველა დაინტერესებულ პირს უდასტურებს მზაობას, პროცესი გაგრძელდეს დიალოგის ფორმატში, რომლის ფარგლებშიც მოხდება ხელშეკრულების თითოეული პუნქტის პირობების განხილვა, იმისთვის, რომ არც ერთი პასუხგაუცემელი კითხვა არ დარჩეს.

ასევე, "ნამახვანჰესის" მიმდებარე ტერიტორიაზე პოლიცია მოხსნის დამატებით ბარიერებს და შეამცირებს ადგილზე მყოფი სამართალდამცველების რაოდენობას. ტერიტორიაზე დარჩება პოლიციელთა მხოლოდ ის რაოდენობა, რომელიც საჭირო იქნება ადგილზე არსებული უსაფრთხოების ვითარებიდან გამომდინარე.

საპროტესტო აქციის მონაწილეებს, პოლიციასთან კოორდინაციით, კანონის ფარგლებში პროტესტის თავისუფლად გამოხატვისთვის, აქციის გასამართად და კარვის გასაშლელად ადგილის შერჩევის შესაძლებლობა მიეცემათ,"-ნათქვამია მთვარობის განცხადებაში.

რიონის ხეობის "მცველები" ხელისუფლების განცხადების გაცნობის შემდეგ განაცხადებენ, თუ რა ნაბიჯებს გადადგამენ. Მათი თქმით, თუ შეთავაზებული წინადადები დამაკმაყოფილებელი არ იქნება, მასშტაბური საპროტესტო აქციები დაიწყება.
FaceBook Twitter Google
ამავე კატეგორიაში
Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და
დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და
დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.
11:17 / 26.11.2021

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.

Aliexpress WW
გამოიწერეთ სიახლეები

თქვენი ელ.ფოსტა:

ამინდი
თბილისი 1 - 5 °C
img
ქუთაისი 5 - 15 °C
img
ბათუმი 11 - 14 °C
img
სოხუმი 8 - 13 °C
img
ფოთი 9 - 14 °C
img
თელავი 1 - 7 °C
img
მესტია -6 - 4 °C
img
ზუგდიდი 4 - 14 °C
img
ბორჯომი 1 - 9 °C
img
პოპულარული - ბოლო 30 დღის
ქუთაისელი ექიმები მთავრობას მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით მიმართავენ


ქუთაისში სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები შეიკრიბნენ და საქართველოს მთავრობას მიმართეს საქართველოს მესამე პრეზიდენტის, მიხეილ სააკაშვილის მულტიპროფილურ კლინიკაში გადაყვანის მოთხოვნით.

11:26 / 15.11.2021
„ნინასოული სახლი“, ფემინისტური კუთხე ბაღდათში და დიმელ ქალთა ამხანაგობა



ერთი წელია,  რაც ლილი ფულარიანმა იმ სახლში ცხოვრება გადაწყვიტა, რომელიც 120 წლის წინ  მისმა ბაბუამ ბაღდათის ყველაზე მაღალმთიანი სოფლიდან,  ხანიდან ჩამოიტანა.

17:19 / 10.11.2021
პოლიტიკის სიახლეები
ზუგდიდის მერისა და მისი მოადგილეების ხელფასები 1000 ლარით გაიზარდა
14:30 / 26.11.2021

Ზუგდიდის ვადაგასულმა საკრებულომ 2022 წლის ბიუჯეტი დაამტკიცა.

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა -დაკავებულია ორი პირი
14:10 / 26.11.2021

ზუგდიდში 2022 წლის ბიუჯეტის დამტკიცების სხდომა ხმაურის და დაპირისპირების ფონზე მიმდინარეობდა.

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან  კამპანიას  #FREEMISHA
11:17 / 26.11.2021

ოპოზიციური პარტიები არ უერთდებიან კამპანიას #FREEMISHA.

საკუთარ თავს არ ვხედავ მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში
11:20 / 25.11.2021


მიხეილ სააკაშვილის განცხადებით, საკუთარ თავს მომავალი ხელისუფლების არანაირ კონფიგურაციაში არ ხედავს.